სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბავშვები კულტურის სამინისტროს საჩუქრის გარეშე დარჩნენ

მთავარისაზოგადოება 26.12.2013
დღეს, 26 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალურ პარკში გამართულ საახალწლო ზეიმზე კულტურის სამინისტრომ პატარები საახალწლო საჩუქრებით დაასაჩუქრა, თუმცა, პარკში შეკრებილი პატარების ნაწილი საჩუქრების გარეშე დარჩა.

ახალციხეში ბავშვები კულტურის სამინისტროს საჩუქრის გარეშე დარჩნენ
სამი წლის ზურა ვარდიძე დედამ საახალწლო ზეიმზე მიიყვანა, თუმცა მას საჩუქარი აღარ შეხვდა. ზურას დედა ამბობს, რომ ხალხმრავლობის გამო თოვლის ბაბუასთან მიახლოებაც კი ვერ შეძლეს. ზურას მსგავსად საჩუქრის გარეშე არაერთი პატარა დარჩა.

ზეიმზე უსაჩუქროდ დარჩენილი პატარების მშობლები არაორგანიზებულობაზე საუბრობენ. იგივეს აცხადებს ბაღების გაერთიანების უფროსი ნანა გელაშვილი, რომლის შვილს ასევე არ შეხვდა სამინისტროს საახალწლო საჩუქარი.

"ზოგი რამდენჯერმე მიდიოდა საჩუქრის ასაღებად. როგორ უნდა გაეგოთ ვინ პირველად იყო და ვინ მეორედ. ამიტომაც მოხდა ასე", - აცხადებს კულტურის სამსახურის უფროსი კახა კოპაძე.

"იყო უამრავი პატარა, ბევრი უკმაყოფილოც დაგვრჩა სამწუხაროდ. მათ ვისაც საჩუქარი არ შეხვდა, ვეპატიჟებით ახალი წლის ღამეს“,- ამბობს ახალციხის კულტურის სამსახურის სპეციალისტი მარინა გოგოლაძე.

საახალწლო ზეიმის ორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური იყო. სამსახურის უფროსის კახა კოპაძის თქმით, საჩუქრები კულტურის სამინისტრომ შეიძინა.

ზეიმზე 700-მდე ბავშვი იყო მიწვეული: საბავშვო ბაღებიდან, მე-7 სკოლიდან და პატარები დევნილი ოჯახებიდან. კულტურის სამსახურში ამბობენ, რომ სამინისტროს ახალციხისთვის 1000 საჩუქარი ჰქონდა შეძენილი, თუმცა, არ უარყოფენ, რომ საჩუქრის გარეშე პატარები ნამდვილად დარჩნენ.

ახალციხეში ბავშვები კულტურის სამინისტროს საჩუქრის გარეშე დარჩნენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.04.2018 ასპინძაში, 'ასპინძის ბრძოლის' დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

20.04.2018 ‘ტაო’ VS ‘დევები’ – ხვალ ახალციხეში რაგბის მატჩია

20.04.2018 საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

19.04.2018 ‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსი კახა კოპაძე გარდაიცვალა
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება
 გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს
კულტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
ვეტერანების საქმეთა სამსახურის საახაწლო საჩუქარი ბავშვებს [photo]
ახალციხის თემის საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუველ თამილა გიორგაძეს
ახალციხის თვითმმართველობამ 225 მოქალაქეს საახალწლო საჩუქარი გადასცა