FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იმსჯელეს

მთავარიპოლიტიკა 24.12.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის რომელ სოფლებში არ დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რა მდგომარეობაა სოფლის გზებზე და რა პრობლემებია ამ ეტაპზე მოსაგვარებელი მუნიციპალიტეტში, - ამ საკითხებზე დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე ისაუბრეს.

ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იმსჯელეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის 47 სოფლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მხოლოდ აგარაში არ დასრულებულა. პროგრამის ფარგლებში სოფელში სასმელი წყლის პრობლემას აგვარებენ.

„სასმელი წყალი ბასეინამდე მოსულია და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხის გამოყენება დაქსელვაში უნდოდათ. მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ყინვების გამო ახლა დაქსელვა ვერ დაიწყება, ამიტომ, ეს თანხა თუ დაგვრჩება და სამინისტრო უკან არ წაიღებს, გაზაფხულზე განხორციელდება დაქსელვა“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

გარდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ დღევანდელ თათბირზე ბესიკ ბლიაძე სოფლის გზებზე არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა. რწმუნებულების თქმით, ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გახსნილია და დიდთოვლობას პრობლემა არცერთი მიმართულებით არ შეუქმნია. ანდრიაწმინდის რწმუნებულის თქმით, გარკვეულ მონაკვეთებზე გზა მოყინულია, რისთვისაც გამგეობას ტექნიკური მარილის გამოყოფა სთხოვა.

„გავეცანით რა მდგომარეობაა სოფლებში, სადმე დიდთოვლობის გამო პრობლემა ხომ არ შეიქმნა და ასე შემდეგ. როგორც რწმუნებულებმა თქვეს, გზა ჩაკეტილი არცერთ სოფელში არ არის, მხოლოდ პამაჯის მიმართულებით ქარის გამო პატარა პრობლემა შეიქმნა, მსუბუქ მანქანებს გადაადგილება უჭირთ, თუმცა, ესეც მოგვარდება“, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფლები ახალ პრიორიტეტებს შეარჩევენ
ტრადიციული თათბირი ტრადიციული პრობლემებით
სოფლის რწმუნებულებს 'ნაგავსაყრელების' მოწესრიგება დაევალათ

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს ირჩევენ
დიდთოვლობას მესხეთში სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია
‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’ ახალ ეტაპზე გადავიდა