FM97.5 / LIVE

ახალციხეში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი არ გადაიდება

მთავარიპოლიტიკა 24.12.2013
ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციის წევრთა შესარჩევ კონკურსზე გამოცხადებულ 71 პოსტზე, თვითმმართველობაში 187 განაცხადი შევიდა, ელექტრონული რეგისტრაციის შედეგები ჯერ უცნობია.

ახალციხეში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი არ გადაიდება
კონკურსში მონაწილოების მსურველებს განაცხადების გაგზავნა ელექტრონულად, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე შეეძლოთ. გარდა ელექტრონული რეგისტრაციისა, საბუთების მიღება ადგილობრივ თვითმმართველობაშიც მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ თვითმმართველობაში შესული განცხადებების რაოდენობაა. ელექტრონული რეგისტრაციის შედეგები ჯერ უცნობია.

„მიმდინარეობს ამ განცხადებების დახარისხება, მოგეხსენებათ, რომ ზოგი იყო ელექტრონულად, ზოგი წერილობით შემოვიდა. ეს საბუთები დახარისხდება და 27 დეკემბრიდან დაიწყება განხილვა“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

მისივე თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში კონკურსის ჩატარებას სხვა დროისთვის არ გადაწევს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამსახურებში კონკურსის გამოცხადება შესაძლოა ექვსი თვით შეჩერდეს.

„ჯერ არ ვიცით საქართველოს პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენთან ჩვეულებრივად გრძელდება კონკურსი. რადგან პირველი იანვრიდან ყველა თანამდებობის პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს“, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.

ახალციხის თვითმმართველობაში გამოცხადებულ კონკურსზე მონაწილეებთან გასაუბრებები 27 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიამ განცხადებების შესწავლა დაიწყო
ხვალიდან ადიგენის თვითმმართველობაში კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყება
25 პოზიცია და 379  განაცხადი – კონკურსი ახალციხის გამგეობაში
ასპინძის თვითმმართველობაში 68 პოსტზე კონკურსი გამოცხადდება
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა კონკურსზე  246 განაცხადი შევიდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მთავრდება