FM97.5 / LIVE

“კარდაკარის” შედეგი ახალქალაქში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 29.06.2012
გადამოწმებული სიების მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის უფლება 40 378 ამომრჩეველს აქვს

“კარდაკარის” შედეგი ახალქალაქში

20 მაისიდან 15 ივნისამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიების დაზუსტების პროგრამა “კარდაკარი” მიმდინარეობდა. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროინდელი სიები ორგანიზაციას დასაზუსტებლად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადასცა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიების დაზუსტების შემდეგ დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა. დაზუტებულ სიაში 40 378 ამომრჩეველი შევიდა, ძველი, 2010 წლის დროინდელი სიის მიხედვით კი ეს ციფრი 41 272 ადამიანს შეადგენდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 70 საარჩევნო ოლქია. ამ ოლქებში 160 ადამიანი 26 დღის განმავლობაში არეგისტრირებდა მონაცემებს, რომლებსაც ყოველ სახლში ვიზიტის შედეგად იღებდნენ. რეგისტრატორებმა ასევე დააფიქსირეს, რამდენ ამომრჩეველთან არ შედგა შეხვედრა, რამდენი ადამიანი გადავიდა სხვა მისამართზე, რამდენი ამომჩეველი გახდა 18 წლის, რამდენი გარდაიცვალა ამ წლების განმავლობაში და ა.შ.

ადამიანები, რომლებთან გასაუბრებაც რეგისტრატორებმა ვერ მოახერხეს, სიებიდან არ ამოუღიათ, უბრალოდ ეს ფაქტი დამატებით სიებში აღინიშნა. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ადამიანები ძალიან ბევრნი იყვნენ და ეს ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შრომაუნარიანი ასაკის მამაკაცების უმრავლესობა ახლა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფება და უკან მხოლოდ გვიან შემოდგომაზე, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. სახლში არმყოფ ამომრჩევლებთან ერთად, იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, რომლებმაც შიშის თუ სხვა მიზეზების გამო რეგისტრატორთან საუბარი არ ისურვეს.

- “რეგისტრატორები ჩიოდნენ, რომ მუშაობის პროცესში ხელი ეშლებოდათ ისეთი მოქალაქეების გამო, ვინც კარს არ უღებდა ან არ ესაუბრებოდა და ა.შ. ეს ყველაფერი კონკრეტულად მისამართით, დღით და საათით არის დაფიქსირებული. შემთხვევები, რომ რეგისტრატორები ვინმეს სახლში არ მისულან, ასეთი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის, რადგან არავინ მოსულა და მოუმართავს, რატომ არ მოხდა მისი ოჯახის რეგისტრაცია”, - ამბობს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროგრამის კოორდინატორი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენელი მერუჟან ეზოიანი.

მთელ საქართველოში, ყოველ საარჩევნო უბანზე, 1000 ამომრჩეველზე მეტის არსებობის შემთხვევაში ინიშნებოდა 2 რეგისტრატორი, ხოლო 1000-1500 ამომრჩევლიან უბნებში – 4 რეგისტრატორი. რეგისტრატორთა ხელფასი მათ მიერ დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრებოდა. 500 ამომრჩევლამდე - ხელფასი შეადგენდა 138 ლარს, 500-100 ამომრჩეველზე – 250 ლარს. რეგისტრატორებმა სპეციალური ერთკვირიანი ტრენინგი გაიარეს, რათა სცოდნოდათ საარჩევნო სიების დაზუსტების პროცესი როგორ და რა პრინციპით უნდა ჩატარებულიყო.

მერუჟან ეზოიანის თქმით, ამ პროცესის ჩატარება ძალიან რთული იყო. მითუმეტეს ასეთ შეზღუდულ ვადებსა და მოსახლეობის მსგავსი განწყობის პირობებში, თუმცა, ვადებში ჩაეტივნენ.

მოსახლეობის ერთიანი სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია პრეზიდენტის 15 ნოემბრის ბრძანებულებით შეიქმნა. მასში 21 ადამიანი შედის. შვიდი მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია, კიდევ შვიდი წევრი ოპოზიციიდან, დანარჩენი კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიამ უკვე დაზუსტებული სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2012 წლის ივლისამდე უნდა წარადგინოს, აგვისტოში კი სიები დამტკიცდება.

სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ პროექტი “კარდაკარი” აპრილის ბოლოს დაიწყო. პროექტის მიზანი საარჩევნო სიების დაზუსტება იყო. ის ყოველ ოჯახში ვიზიტსა და მოსახლეობის აღწერის ჩატარებას გულისხმობდა. კომისიის ბიუჯეტმა 4 700 000 ლარი შეადგინა. ამ თანხის თითქმის ნახევარი რეგისტრატორების ხელფასისთვის იყო განკუთვნილი, დანარჩენი თანხა კი კამპანიის რეკლამაზე, ოფისის ხარჯებსა და რეგიონული წარმომადგენლებს ხელფასზე დაიხარჯა.

მერუჟან ეზოიანის თქმით, სიების ასეთი წესით დაზუსტება აუცილებელი იყო.

- “წინა არჩევნების დროს ვიცოდით, რომ ბევრი ადგილობრივი მცხოვრების სახელი საარჩევნო სიებში არ იყო, სამაგიეროდ იქ 10 წლის წინ გარდაცვლილთა სახელები ეწერა. ასეთი ფაქტები რომ აღარ მომხდარიყო, ჩვენ სავალდებულო რეგისტრაცია ჩავატარეთ, რათა ხმის უფლების მქონე ყველა მოქალაქეს ცოდნოდა, რომ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ”, - განაცხადა მან.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სიების გადამოწმებას არ ჩქარობენ
ახალციხის საოლქოში სიების გადამოწმების საჭიროებას ვერ ხედავენ
პარტიული საარჩევნო სიების ცესკო-ში  წარდგენის ვადა იწურება
საარჩევნო სიები საბოლოო შედეგამდე
„მკვდარი სულები“ საარჩევნო სიებში ისევ რჩებიან
ცესკო: განახლებულ სიაში 3 452 093 ამომრჩეველია
აბასთუმნის საარჩევნო უბანთან ამომრჩევლების ფოტოებიანი სიებით დგანან [ფოტო/ვიდეო]