FM97.5 / LIVE

სერგო რატიანი: „ადიგენის ყოფილ გამგებელზე ზეწოლა ხორციელდება“

მთავარისამართალი 20.12.2013
დღეს, 20 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის მორიგ სასამართლო პროცესს საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც ესწრებონენ.

სერგო რატიანი: „ადიგენის ყოფილ გამგებელზე ზეწოლა ხორციელდება“
პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, 2 მოწმე დაიკითხა: შპს „ნამქერის“ ხელმძღვანელი ანტონ მერაბიშვილი და ამავე ფირმის ბუღალტერი ირმა გვირჯიშვილი.

ანტონ მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ხარჯთაღრიცხვის გაკეთების დროს მექანიკური შეცდომა დაუშვა და 49 ბოძის ნაცვლად 149 დააფიქსირა. თუმცა, მისივე განმარტებით შეცდომა მეორე დღესვე აღმოფხვრა: „საბუთი, რომლითაც ამ შეცდომის გასწორების ნებართვას ვითხოვდი გელა აღლემაშვილს გავატანე, ის აღარ ვიცი მან ეს საბუთი მიუტანა თუ არა სატენდერო კომისიის წევრებს“.

მოსამართლის გიორგი ლონდარიძის კითხვას, თუ რატომ გაატანა საბუთი მაინცადამაინც გელა აღლემაშვილს მერაბიშვილმა, უპასუხა, რომ ის თავს შეუძლოდ გრძნობდა: „ამიტომ საბუთს თვითონ ვერ მივიტანდი, გელა აღლემაშვილი შემთხვევით შემხვდა და გადავეცი“.

თუმცა, რამდენიმე წუთის წინ მერაბიშვილმა სასამართლო დარბაზში იმის მიზეზი, რომ აღნიშნული საბუთის დანიშნულ ადგილამდე მიტანა თავად არ შეეძლო მოუცლელობით ახსნა. ამის შესახებ მერაბიშვილს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ შეახსენე, თუმცა, მერაბიშვილმა მოსამართლის რეპლიკა უპასუხოდ დატოვა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის რატი ტატალაშვილის ადვოკატის, ივანე ტატალაშვილის თქმით, მოწმეებს, რომლებიც დღეს დაიკითხნენ არავითარი კავშირი არ აქვთ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმესთან: „მაგალითად ბუღალტერი, არც კი იცნობს ბრალდებულებს,-ამბობს იგი და ამატებს, -ანტონ მერაბიშვილმა თუ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, ეს იმ ადამიანების ბრალი არ არის, რომლებიც დღეს განსასჯელის სკამზე ზიან“.

ტატალაშვილის განცხადებით, სატენდერო კომისიამ თავიდანვე განსაზღვრა, რომ განათებისთვის ტენდერში გამარჯვებულ ფირმას ახალი ბოძები უნდა დაემონტაჟებინა, რისთვისაც 55 ათას 700 ლარი იყო განსაზღვრული: „ტენდერში გამარჯვებულმა ანტონ მერაბიშვილმა კი საერთო ჯამში 54 ათას 900 ლარი ანუ 800 ლარით ნაკლები დახარჯა. ეს თანხა კი, როგორც თვითონ თქვა, ისევ ბიუჯეტში გადაირიცხა“.

ივანე ტატალაშვილისთვის ასევე გაუგებარია სატენდერო კომისიის 7 წევრიდან პასუხისგებაში მიცემული მხოლოდ 3 რატომ არის და რატომ არ დგება, მაგალთად, სპარტაკ მაჭარაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელმაც 12 ნოემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ საქაღალდე, სადაც მექანიკური შეცდომა იყო დაშვებული გელა აღლემაშვილთან ერთად შეასწორა, თუმცა, ამის შესახებ მათ სხვა კომისიის წევრებისთვის არ უცნობებიათ.

„პროცესებზე, რომელებზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ასამართლებენ, უმეტეს შემთხვევებში აბსურდული ბრალდებები აქვთ. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პარუნაშვილზე ზეწოლა მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ მან საკუთარ პრინციპებს არ უღალატა“, - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.

მომდევნო სასამართლო პროცესი 2014 წლის 9 იანვარს ჩაინიშნა. ამ დორისთვის, 31 მოწმიდან, 12 უკვე დაკითხულია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესზე
რას ამბობენ მოწმეები ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე
ადიგენის გამგებლის საქმეს ერთი ბრალდებული გამოაკლდა
რას ჰყვებიან მუშები ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე
რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
ადიგენის ყოფილი გამგებლის დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ