FM97.5 / LIVE

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს

მთავარისამართალი 20.12.2013
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
სიმონ პარუნაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების რატი ტატალაშვილის, ჯემალ იაკობაძისა და გელა აღლემაშვილის წინა სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს გაიმართა. პროცესზე აღნიშნულ საქმეს ერთი ბრალდებული გამოაკლდა. ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილს ეხებოდა.

„აღლემაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამიტომ ბრალდების მხარე სარგებლობს დისკრეციის უფლებით და ითხოვს მის განრიდებას“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა რევაზ მამარდაშვილმა.

მოსამართლე გიორგი ლონდარძემ მამარდაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. 29 აგვისტოს კი გირაოს, 3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალი ედებათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძესა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს.

[SKnews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ადიგენის გამგებელს განაჩენს გამოუტანენ
ადიგენის გამგებლის საქმეს ერთი ბრალდებული გამოაკლდა
ადიგენის გამგებელს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

ადიგენის გამგებლის სასამართლო დღეს 10 წუთში დასრულდა