FM97.5 / LIVE

ახალციხის თვითმმართველობის წევრთა შესარჩევი კომისია ცნობილია

მთავარიპოლიტიკა 19.12.2013
ახალციხის თვითმმართველობაში მისაღებ კადრებს 9-წევრიანი კომისია შეარჩევს, რომლის 4 წევრი თვითმმართველობაში მომუშავე პირია, მათ შორის, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალციხის თვითმმართველობის წევრთა შესარჩევი კომისია ცნობილია
ახალციხის თვითმმართველობაში კონკურსი 71 პოსტზეა გამოცხადებული. განაცხადების მიღების ვადა ხვალ, 20 დეკემბერს იწურება.
საკონკურსო კომისია კადრების შერჩევას ორ ეტაპად წარმართავს. პირველ ეტაპზე დასაქმების მსურველთა აპლიკაციებს განიხილავენ, მეორე ეტაპი კი გასაუბრება იქნება.

საკონკურსო კომისია 9 წევრისგან დაკომპლექტდა. კომისიაში ბიზნესსექტორის, უნივერსიტეტის, პროფკავშირების, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები არიან.

საკონკურსო კომისიას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ხელმძღვანელობს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე, თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციას ითავსებს საკონკურსო კომისიაშიც. კონკურსის დანარჩენი წევრები არიან: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭელიძე, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის, ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მერი გიორგაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ლომსაძე, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი ბუცხრიკიძე, სასტუმრო „ლომსიას“ გენერალური დირექტორი ჟანპიერ მარსელ რიშტონი და სასტუმრო „ჯინო ველნნესის“ დირექტორი ნანა ბერიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ სასტუმროების მენეჯერებსა და სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტს კანდიდატების წარსადგენად წერილი თავად მისწერეს, ხოლო ასპინძის მუნიციპალიტეტის პროფკავშირებიდან საკონკურსო კომისიაში მონაწილეობის სურვილი თვითონ გამოთქვეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი განმარტავს, კომისიის წევრობაზე უარი განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ისინი კონკურსის მიმდინარეობისას, მხოლოდ დამკვირვებლის როლში იქნებიან. კონკურსი 27 - 31 დეკემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის ჩატარების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტში 2013 წლის ივლისში დააანონსეს. კონკურსის არჩევნებამდე ვერ ჩატარება მოუცლელობით ახსენენ, შემდეგ კი პროცესი არჩევნებმა შეაფერხა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნდობის ფასი
ასპინძის გამგეობაში 42 პოსტზე კონკურსი გამოცხადდა
ადიგენის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა
ახალციხის ადგილობრივ ხელისუფლებაში ყველა პოსტი ვაკანტურია
ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს
ხვალიდან ადიგენის თვითმმართველობაში კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყება
როგორ არჩევენ კადრებს ახალციხის თვითმმართველობაში