FM97.5 / LIVE

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღო

მთავარისამართალი 19.12.2013
შსს-ს ინფორმაციით, 1955 წელს დაბადებული მოვსე ა., საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 19 623 ლარის ღირებულების 356 გრ ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღო
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს ახალციხის ოპერატიული განყოფილების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მე-2 განყოფილების სასაზღვრო-საემიგრაციო კონტროლის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1955 წელს დაბადებული მოვსე ა. სასაზღვრო-საემიგრაციო კონტროლის პუნქტ „სამება“-ში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის საბარგულის ჩხრეკისას 19 623 ლარის ღირებულების 356 გრ ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, რომელიც მოვსე ა-მ საბაჟო კონტროლისაგან მალულად სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საზღვარზე გადმოიტანა.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო.

[SKnews.ge]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

‘ვალეს’ საბაჟოდან მოქალაქე 51.000–მდე კოლოფი სიგარეტის მალულად გატანას ცდილობდა
სასაზღვრო პოლიციამ 4  პირი დააკავა
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს
სასაზღვრო პოლიციამ 11 პირი დააკავა
შსს-მ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე ახალციხეში სამი პირი დააკავა
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 მოქალაქე დააკავეს