FM97.5 / LIVE

მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტები არჩევნებს კოორდინირებულად გააშუქებენ

მთავარისაზოგადოება 28.06.2012
”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” საპარლამენტო არჩევნების კოორდინირებლად გასაშუქებლად აქტიურ მოქალაქეებს თანამშრომლობას სთავაზობს

მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტები არჩევნებს კოორდინირებულად გააშუქებენ

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებსა და პოლიტიკური პარტიების აქტივისტებთან ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა შეხვედრები დღეს დაიწყეს.

ერთსაათიანი შეხვედრები ”ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” დღეს ორ ეტაპად გაიმართა და ხვალაც გაგრძელდება.

ამ შეხვედრების მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის პროექტის - „მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის“ -გაცნობა და თანამშრომლობის შეთავაზებაა.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ პროექტს გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის(UNDEF) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის თანახმად, მოქალაქე და პროფესიონალმა ჟურნალისტებმა კოორდინირებულად უნდა გააშუქონ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.

პროექტში, საქართველოს 11 ქალაქიდან 2 ჟურნალისტი და 120 მოქალაქე-ჟურნალისტი ჩაერთვება.

”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარის ია ანთაძის თქმით, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე შეიქმნება საინფორმაციო ბანკი, სადაც განთავსდება როგორც პროფესიონალი ჟურნალისტების, ასევე აქტიური მოქალაქეების მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან გაგზავნილი ინფორმაცია: “მასალები გადანაწილდება იმის მიხედვით, არის გადამოწმებული თუ საჭიროებს ჟურნალისტისგან ცალკე დადასტურებას. მთელი ეს ინფორმაცია თავს მოიყრის ჩვენი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და ეს იქნება კიდევ ერთი ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, როგორ ემზადება საქართველო საპარლამენტი არჩევნების ჩასატარებლად”.

შეხვედრას დღეს 60 ადამიანი დაესწრო. დარჩენილ 60 ადამიანს, ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” ხვალ შეხვდება.

პრეზენტაციის შემდეგ ია ანთაძემ დამსწრეების კითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად ინფორმაციის სახეებს, გადამოწმების მექანიზმს, წყაროთა სანდოობასა და ავტორების უსაფრთხოებას ეხებოდა.

ია ანთაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, მთელ საქართველოში, სტატიების გარდა, მომზადდება 3 სიღრმისეული რეპორტაჟი და გადაიღებენ 2 მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” არჩევნებს კოორდინირებულად აშუქებს. 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების გაშუქებაში ჟურნალისტები საქართველოს12 ქალაქიდან მონაწილეობდნენ.

მსგავსი შეხვედრები უკვე შედგა გორში, ქუთაისში, ხარაგაულსა და გურჯაანში. შემდეგ ხუთი ქალაქში კი ივლისში გაიმართება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის შეთავაზება სტუდენტებს
თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს
სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ
რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელი იქმნება