FM97.5 / LIVE

ახალციხეში მოძმე ერების კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს

მთავარისაზოგადოება 16.12.2013
„ახალციხე ძმობისა და მეგობრობის ქალაქი“ - ამ სახელწოდებით დღეს, 16 დეკემბერს, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მეზობელი ქვეყნების ტრადიციები, კულტურა და სამზარეულო წარმოადგინეს.

ახალციხეში მოძმე ერების კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს
საქართველოს, რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტრადიციები, კულტურა და სამზარეულო დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სტუდენტების დახმარებით წარმოადგინეს. ღონისძიებაზე თითოეულ ქვეყანას 5 წარმომადგენელი ჰყავდა. მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს მეზობელი ქვეყნების ტრადიციული კერძები გააცნეს და ამ ქვეყნების ტრადიციული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიება „მულტიკულტურული განათლების კურიკულუმის მომზადების“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ორი წელია მიმდინარეობს. პროექტი მრავალეთნიკურ გარემოში მასწავლებლების მომზადებასაც ითვალისწინებს.

„აღნიშნული პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, 2012 წლიდან მიმდინარეობს. მასში ჩართულები არიან სტუდენტები, რომლებსაც ღონისძიებების მომზადება და ქართულ გარემოში არაქართულენოვანი ხალხის ინტეგრაცია ევალებათ. აღნიშნული ღონისძებაც დაწყებითი განათლების მეოთხე კურსის სტუდენტების ორგანიზებულია“, - ამბობს „მულტიკულტურული განათლების კურიკულუმის მომზადების“ პროგრამის მენეჯერი თინა გელაშვილი.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, პედაგოგიკის დოქტორის, ირმა ქურდაძის თქმით, სტუდენტებმა მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება მიიღეს.

„სტუდენტებმა პრაქტიკაც გაიარეს და ღონისძიება გამართეს, რომელზეც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოძმე ერების ტრადიციები და კულტურა გაგვაცნეს“, - ამბობს ირმა ქურდაძე.

ღონისძიების დასასრულს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა დათაშვილმა იმ სტუდენტებს, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებაში იყვნენ ჩართულები სახელმძღვანელოები გადასცა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

მომავალი პედაგოგები ინკლუზიური განათლებისთვის ემზადებიან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
ახალციხელმა მოსწავლეებმა ქართველი მეფეები 'გააცოცხლეს'
მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს
'ბიზნესის ადმინისტრირების დღეები'
ახალციხის უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენეს
ახალციხის უნივერსიტეტში დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს