FM97.5 / LIVE

ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.10.2020
ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალაგზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით ოთხ მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში  ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

დღეს, 16 ოქტომბერს, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, მიმართულების კოორდინატორთან და მოწვეულ ექსპერთან, ასევე APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ზაალიშვილს და ახალგაზრუდლ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სამუშაო დეტალების განხილვას დაეთმო.
სააგენტოს რეფორმის ფარგლებში, წელს ბორჯომში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება.

„ამ პროცესში მონაწილეობას ხსენებული მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში, განივითარონ ახალი უნარები და კომპეტენციიები, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ“, აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.

მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას სააგენტო მშიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის“გააძლიერე ცვლილებისათვის - ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში ნერგავს.

„სამწლიანი რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდული პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“, – განმარტავენ სააგენტოში.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდობის სააგენტო ახალციხის მუნიციპალიტეტს ეწვია ®

ახალგაზრდული ფორუმი - მიღწევები და გამოწვევები
ავანგარდი: ახალგაზრდობის სააგენტოს გამოწვევები და სამომავლო გეგმები [აუდიო]
აწყურში ახალგაზრდობის დღე აღნიშნეს
ახალციხის ტბაზე ‘ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს’ აღნიშნავენ
‘მილიონიანი ფონდი’ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებისთვის - ვის შეუძლია გრანტის მოპოვება
ახალგაზრდობის დღის ფარგლებში, ახალციხის ციხემ ახალგაზრდებს უფასოდ უმასპინძლა