FM97.5 / LIVE

‘ტელეფონს ტუალეტში ჩაგიგდებ’ – რატომ დაუპირისპირდნენ ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტს ეკლესიაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.10.2020
დღეს, 14 ოქტომბერს ახალციხეში, რაბათში მდებარე ეკლესიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტექნიკა წაართვეს და ეკლესიის ეზოდან ძალის გამოყენების გამოაძევეს. მრევლის გაღიზიანება ტაძარში ფოტოების გადაღებამ გამოიწვია.

‘ტელეფონს ტუალეტში ჩაგიგდებ’ – რატომ დაუპირისპირდნენ ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტს ეკლესიაში

„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის გადასაღებად მივიდა. მრევლთან ერთად ტაძარში ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძეც იმყოფებოდა, სწორედ მან გააპროტესტა პირველმა ფოტოების გადაღება.

„რა გინდათ, ვინ ხართ და რატომ დამდევთ, სურათებს რატომ მიღებთ, წაშალეთ სურათები“,– ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტს ზაზა მელიქიძემ.

მერის შემდეგ, ეკლესიაში გადაღებული ფოტოს წაშლა მოგვთხოვა კიდევ ერთმა პირმა, რომელიც გოჩა ქურციკიძედ გაგვეცნო, მან ჟურნალისტი ძალის გამოყენებით ეკლესიის ეზოდან გაიყვანა, ტელეფონი და დიქტოფონი წაართვა და „ტუალეტში ჩაგდებით“ დაემუქრა.

„ჩემი სურათი წაშალე თორემ... ახლა ამას [ტელეფონს და დიქტოფონს] გადაგიგდებ... მე ვერ გადამიღებ გენაცვალე, მოგზავნილი ხარ?! წაშალე თორემ ტუალეტში ჩავაგდებ, ზაზამაც გთხოვა [გულისხმობს მერს]ნუ იღებ! არ მოგცემ ტელეფონს, მიდი, დაუძახე პოლიციას, მკითხე რომ მიღებდი?! წადი შენი.. საიდან ჩამოეთრიე?! შენ ხარ ეშმაკი, წამოეთრიე პოლიციაში“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ცდილობდა წართმეული ტექნიკის დაბრუნებას. ამ პროცესს თვალს ადევნებდა ზაზა მელიქიძეც.

„ნუ უზრდელობ გოგო, შენით წაშალე ეგ ფოტო, როგორ იბადებიან შენნაირები?!“ – უთხრა ჟურნალისტს ქურციკიძემ.

გოჩა ქურციკიძესთან ერთად, ფოტოს წაშლას ითხოვდა ეკლესიის ეზოში შეკრებილი მრევლის ნაწილიც.



ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ეკლესიაში დასაშვებია, როგორც ფოტოს გადაღება, ისე ჩანაწერის გაკეთება.მისი თქმით, ის რაც დღეს ეკლესიაში მოხდა, არის ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა.

„როდესაც აპარატურას ართმევენ, ჟურნალისტს აყენებენ სტყვიერ შეურაცხყოფას და ის ვეღარ აგრძელებს საქმიანობას, ეს არის უკანონო ხელშეშლა. ამ შემთხვევაში მედიას შეუძლია გამოიძახოს პოლიცია“, – განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოუძიებელი ფაქტები, საზოგადოებაში მსგავსი შემთხვევების წახალისებას იწვევს.

„როდესაც არსებობს შეურაცხყოფის ფოტო/ვიდეო ფაქტები, დაწყებულია გამოძიება, რომელიც გრძელდება დაუსრულებლად, ზუსტად ეს ახალისებს შემდგომში ჟურნალისტების მიმართ ჩადენის სხვა დანაშაულებსაც. ჩვენ ვიცით ათეულობით საქმე, რომელიც არაა გამოძიებული. რეალური შედეგი ამ შემთხვევებთან არ დგება. ეს კი ახალისებს დაუსჯელობის სინდრომს. პირველ რიგში უნდა მოხდეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება შესაბამისი შედეგის დადება ამ საქმეებთან დაკავშირებით. შემდგომში ეს იქნება პრევენცია, რომ აღარ მოხდეს ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

‘ტელეფონს ტუალეტში ჩაგიგდებ’ – რატომ დაუპირისპირდნენ ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტს ეკლესიაში

[ნუკა სტეფნაძე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა საჯარო მოხელეებს
'ახალციხელობის' აღნიშვნა წმინდა მარინეს ეკლესიაში საზეიმო წირვით დაიწყო [ფოტო]
‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს