FM97.5 / LIVE

ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.10.2020
ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 400 562 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი თვითმმართველობის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება, რის შემდეგაც დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა

პროექტის ფარგლებში, მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში შეიცვალა იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები, გაკეთდა კიბეები და ლითონის მოაჯირები, ასევე შეიცვალა სახურავი და განახლდა გარე ფასადი, მოწესრიგდა გათბობის და ელექტროგაყვანილობის სისტემა, მოეწყო შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელი.

ამ ეტაპზე მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში 13 წრე ფუნქციონირებს, სადაც 200–მდე მოსწავლე სწავლობს.

შეგახსნებთ, რომ აღნიშნულ შენობაში 2019 წლის 2 ოქტომბერს კედელი ჩამოინგრა და ორი პირი დაშავდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

დასრულდა თუ არა გამოძიება და რა შედეგი დადგა, ამ ეტაპზე უცნობია, უწყებაში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომში, კედლის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა
ბორჯომში კედლის ჩამონგრევისას დაშავებულ გოგოს ოპერაცია გაუკეთეს
ბორჯომში, კედლის  ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ კაცს მერიამ მკურნალობა დაუფინანსა
ბორჯომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა ®

ბორჯომში ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა
ახალციხეში 27 წლის კაცის ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო