FM97.5 / LIVE

ახალციხის მერის რესტორანში ძეობა გადაიხადეს, სადაც 100–მდე სტუმარი იმყოფებოდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.10.2020
რესტორან „ალავერდში“, რომლის 100%–იანი წილის მესაკუთრე ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძეა, აკრძალვის მიუხედავად სადღესასწაულო სუფრა გაშალეს. ადგილობრივების განცხადებით, აქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა, კობა გელაშვილმა შვილიშვილის დაბადება აღნიშნა.

ახალციხის მერის რესტორანში ძეობა გადაიხადეს, სადაც 100–მდე სტუმარი იმყოფებოდა

სადღესასწაულო სუფრა რესტორანში, პარასკევს ცხრა ოქტომბერს გაიშალა. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები ამბობენ, საკრებულოს დეპუტატის ძეობის სუფრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

„სამხრეთის კარიბჭე“ ადგილზე მაშინ მივიდა, როცა სტუმრების ნაწილი უკვე წასული იყო, ნაწილი კი წასასვლელად ემზადებოდა. ფოტოებში, რომლის გადაღებაც ჟურნალისტმა მოასწრო, 50–მდე სტუმარი ჩანს.

„უხერხულია გოგონა, ახალციხელები ვართ და ესეთები არ გინდათ, წადით“, - გვითხრეს რესტორანში და შენობა დაგვატოვებინეს.

პიროვნება, რომელიც ძეობაზე სტუმრად იყო, გვიდასტურებს, რომ რესტორნის დარბაზში 100–მდე ადამიანი იმყოფებოდა.

„მე სადღაც 7 საათზე მივედი, კი გამიკვირდა ამდენი ხალხი რომ იყო, ბევრს არც ვიცნობდი, ძირითადად მამაკაცები ვიყავით. ზუსტად ესე არ დამითვლია, 80 ან 100 კაცი იქნებოდა“ - ამბობს დეპუტატის ახლობელი.

რედაქცია დაუკავშირდა, დეპუტატ კობა გელაშვილს, რომელმაც ფაქტი უარყო და მობილური გაგვითიშა.

ცხრა ოქტომბრის ქეიფის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო რესტორნის მენეჯერმაც: „დაკეტილები ვართ, არაფერი ქეიფი ყოფილა, მე ცხრა ოქტომბერს სამსახურში არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც შეზღუდვები დაწესდა, მას შემდეგ არ გვიმუშავია“.

რესტორან „ალავერდის“, იგივე „პივნოის“ 100%–იანი წილის მესაკუთრე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძეა, მმართველი კი თეონა ალავიძე, რომელიც მერის ნათესავია.

„არ ვიცი რაზე საუბრობთ, მე არ ვყოფილვარ. რესტორანთან შეხება არ მაქვს, მე ვარ მერი და გახლავართ მერიაში“ - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

რედაქცია დაკავშირებას ცდილობდა თეონა ალავიძესთანაც თუმცა, იგი სახლში არ დაგვხვდა, საჯარო რეესტრში მითითებულ ნომერზე ზარი არ გავიდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ქელეხები, იუბილეები და ქორწილები და ა.შ.

კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი 2 000 ლარით ჯარიმდება. დააკისრეს თუ არა სანქცია რესტორანს, ჩვენთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცავები ობიექტს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ მათთან შეტყობინება 112–დან შევა.

ახალციხის მერის რესტორანში ძეობა გადაიხადეს, სადაც 100–მდე სტუმარი იმყოფებოდა

[მარიამ ბარძიმაძე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა
ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა
რესტორან ‘ემიგრანტთან’ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 2 პირი დააკავეს
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადარიცხული ფული საჯარო მოხელეების რესტორანში
საჯარო მოხელეების რესტორანში ბიუჯეტიდან 8.474 ლარი გადაირიცხა
რესტორანი სადაც COVID-19-ით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2 000 ლარით დააჯარიმეს
ახალციხეში 27 წლის კაცის ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო