FM97.5 / LIVE

ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.10.2020
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველ კვირაში, ახალქალაქის და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიებში, რამდენმა თანამშრომელმა ისარგებლა შვებულებით უცნობია. აღნიშნული თვითმმართველობებიდან საჯარო ინფორმაცია ერთი თვის წინ გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტს, შვებულებაში ჯამში 45 პირი გავიდა.

ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ

„სამხრეთის კარიბჭემ“ შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია, სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, 8–9 სექტემბერს გამოითხოვა.

რედაქცია ითხოვდა სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, პირველი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ვინ და რამდენი დღით გავიდა შვებულებაში, თუმცა ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მუნიციპლიტეტების ნაწილმა არასრულად, ნაწილმა კი საერთოდ არ მოგვაწოდა.

წერილის დაბრუნების 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭე“ რამდენჯერმე დაუკავშირდა ახალქალაქის და ადიგენის მუნიციპალიტეტებს, დაპირების მიუხედავად, შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება დანარჩენებს, პირველიდან რვა სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი, 25 საჯარო მოხელე იმყოფებოდა შვებულებაში ახალციხის მერიაში.

ახალციხე ერთ–ერთია ექვს მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც ინფორმაციას დროულად, თუმცა არასრულად მოგვაწოდა, გამოგზავნილ პასუხში არ ეწერა, საჯარო მოხელეები რამდენი დღით იმყოფებოდნენ შვებულებებში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია სრულყოფილად და დათქმულ დროში მოგვაწოდა – რვა დღეში შვებულებაში ექვსი თანამშრომელი გავიდა.

არასრული ინფორმაცია მივიღეთ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან. აქ პირველიდან რვა სექტემბრის პერიოდში შვებულებაში ცხრა თანამშრომელი გავიდა.

სრული ინფორმაცია მივიღეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან, თუმცა ზუსტად ერთი თვის შემდეგ, აქ შვებულებით ხუთმა თანამშრომელმა ისარგებლა.

ადიგენის მერიიდან საჯარო ინფორმაციის არ მოწოდების ეს პირველი შემთხვევა არ არის, მიმდინარე წლის სექტემბერში თვითმმართველობამ არ გვიპასუხა რომელი რელიგიური ორგანიზაციები დააფინანსა 2020 წლის განმავლობაში და რა რაოდენობის თანხით.


[ნუკა სტეფნაძე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და მერიებში წინასაარჩევნოდ შვებულებით 192 თანამშრომელი სარგებლობს
ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია
‘ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ცოტახნით შევირბინეთ’ – მერიიდან შვებულებაში ერთდროულად 40 თანამშრომელი იყო
განათლების სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია დაგვიანებით და არასრულად გასცა
ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი თუ პანდემიისგან დაზარალა კომპენსაციას მიიღებს
რამდენი ლარი გაიცა საახალწლო პრემიისთვის? – ასპინძის გამგეობა ინფორმაციას არ იძლევა