FM97.5 / LIVE

'უფროსი მეგობარი' - ახალბედა ორგანიზაციის პირველი პროექტი

მთავარისაზოგადოება 15.12.2013
ერთად გატარებული 6 კვირის შემდეგ, უმცროსკლასელი მოსწავლეები დღეს, 15 დეკემბერს უფროს მეგობრებს ოფიციალურად დაემშვიდობნენ. გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე "უფროსმა და უმცროსმა მეგობრებმა" იმ გამოცდილებებზე ისაუბრეს, რაც ერთმანეთისგან ისწავლეს.

'უფროსი მეგობარი' - ახალბედა ორგანიზაციის პირველი პროექტი
„უფროსი მეგობარი“ ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის „ბედნიერი თაობის“ პირველი პროექტი იყო. პროექტის თანახმად, წინასწარ შერჩეულ სტუდენტებს უმცროსკლასელებთან კვირაში ოთხი საათი უნდა გაეტარებინათ. როგორ გამოიყენებდნენ ამ ოთხ საათს, ეს მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული. სტუდენტებს შეეძლოთ მოსწავლეებს გაკვეთილების მომზადებაში დახმარებოდნენ, მათთვის წიგნები წაეკითხათ, მუზეუმში ან ბიბლიოთეკაში ევლოთ, დაეთვალიერებინათ ქალაქი და ასე შემდეგ.

მაგალითად, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიბის მესამე კურსის სტუდენტი მახარე ვარდიძე მეხუთეკლასელს დაუმეგობრდა.

"მიმყავდა ბიბლიოთეკაში და ვუკითხავდი საინტერესო წიგნებს, ვეხმარებოდი გაკვეთილების მომზადებაში, ვავარჯიშებდი სპორტში, დრო სასიამოვნოდ გავატარეთ. ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან“,- ამბობს იგი.

პროექტის განხორციელების იდეა ახალციხეში მცხოვრებ თათია ჯონსონს ეკუთვნის. ამბობს, რომ იდეა ამერიკაში ცხოვრების დროს გაუჩნდა.

"მსგავსი პროექტის შესახებ მეუღლე ხშირად მიყვებოდა, მას ჰყავდა უფროსი მეგობარი და ხშირად იხსენებდა რამდენი კარგი რამ ისწავლა მისგან. საქართველოში დაბრუნებულმა გადავწყვიტე აქაც მეცადა ამ იდეის განხორციელება", - ამბობს თათია.

"უფროსი მეგობრის" როლში ყოფნა ახალციხის უნივერსიტეტის 70 სტუდენტს სურდა. მათგან 20 შეარჩიეს. პედაგოგების დახმარებით ახალციხის საჯარო სკოლებიდან შეარჩიეს მესამედან-მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები და პროექტიც 1 ნოემბერს ოფიციალურად დაიწყო.

"პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ბავშვებთან უნდა გაეტარებინათ კვირაში ოთხი საათი, მინიმუმ ორი დღის განმავლობაში. ქალაქგარეთ გასვლის გარდა შეეძლოთ ნებისმიერი რამ გაეკეთებინათ: ეთამაშათ ან ესწავლათ ერთად, მოენახულებინათ ციხე. ამ დროის განმავლობაში ვიყავით თეატრშიც“,- ამბობს თათია.

მისი პირველი პროექტი „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“ დააფინანსა. ორგანიზაცია "ბედნიერი თაობა", რომელსაც ამ ეტაპზე სამი თანამშრომელი ჰყავს, 2013 წლის ოქტომბერში დააფუძნდა.

„პროექტი ინდივიდუალურად იყო მორგებული თითოეულ მოსწავლეზე, ყველა კატეგორიის ბავშვები შევარჩიეთ. დღევანდელ შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ მოსწავლეების მშობლებიც, მათ გამოთქვეს თავიანთი აზრი და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალი პროეტის განხორციელებისას“,- ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი სოფო მელიქიძე.

15 დეკემბერს პირველი "უფროსი მეგობარი" საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ყველა მონაწილე სერტიფიკატით, უფროსი მეგობრები კი სიმბოლურად 100-100 ლარით დაჯილდოვდნენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მსგავს პროექტის კიდევ განახორციელებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის ეკო-კლუბმა ორწლიანი მუშაობა შეაჯამა
პროკურატურა მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს
სტუდენტების ემოციური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
დევიდ მორანი: ”ახალციხე და ნიუკასლი მეგობარი ქალაქები არიან”
”ევროპული ცენტრი” სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პედაგოგებმა გადამზადება გაიარეს
პროკურორი ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა