FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.12.2013
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გათბობა 2006 წელს დამონტაჟდა, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში მაინც შეშის ღუმელებით თბებიან.

ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება
2006 წელს, ახალციხის ყველა საჯარო სკოლაში, განათლების სამინისტროს დახმარებით, ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტჟდა.
ერთი წლის შემდეგ, რამდენიმე სკოლაში გათბობის სისტემას პრობლემები შეექმნა, ნაწილმა ხარვეზი აღმოფხვრა, ნაწილმა კი ცენტრალური გათბობის შეკეთება ვერ შეძლო და საკლასო ოთახებში შეშის ღუმელები დააბრუნა.

ახალციხის სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც ცენტრალურმა გათბობამ მხოლოდ ერთ წელიწადს გაძლო. იმის გამო, რომ სისტემაში ყინვის საწინაღმდეგო სითხე (ანტიფრიზი) არ ესხა, 2007 წლის ძლიერი ყინვებისას სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

„მას მერე რამდენჯერმე ვეცადეთ აღდგენას, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. ეს გარკვეულ თანხებთანაც არის დაკავშირებული, რასაც ჩვენი სკოლის ბიუჯეტი ვერ სწვდება“, - ამბობს პირველი სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

ჯანაშვილი გვიხსნის, რომ განათლების სამინიტროს წერილი რამდენჯერმე გაუგზავნეს, თუმცა უშედეგოდ: „სამინისტროსიც მესმის, არის სკოლები, რომლებიც ჩვენზე უარეს მდგომარეობაში არიან, მათ უფრო უნდათ დახმარება. თან, ჩვენი დიდი სკოლაა და შენობის მთლიანად გათბობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მართალია დისკომფორტია შეშის ღუმელით გათბობა, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველა ბავშვი თბილადაა“.

ჯანაშვილის თქმით, მომავალი წლის გაზაფხულიდან სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გათბობის ახალი სისტემა დამონტაჟდება: „წელს ჩვენი სკოლა განათლების სამინისტრომ მილენიუმის პროგრამაში ჩასვა, რომელიც სკოლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს“.

მომავალ წლამდე, კი სკოლას გამოსაზამთრებლად საჭირო შეშის მარაგი შეძენილი აქვს.

[SKnews.ge]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
სკოლები ზამთრისთვის ემზადებიან
ახალციხეში 39  სკოლიდან 24  შეშის ღუმელით თბება
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება