FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2020
დღეს, 6 ოქტომბერს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების მხარდასაჭერად მშვიდობიან აქციას მართავს.

ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]

მშვიდობიან აქციაში ახალქალაქის გარდა, სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური სომხებიც მონაწილეობენ, პარალელურად გროვდება თანხა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში დაშავებულებისთვის და სომეხი სამხედროების დასახმარებლად გაიგზავნება.

"ჩვენ არაფერს ვაპროტესტებთ, გამოვედით ჩვენი ძმების მხარდასაჭერად და ვმართავთ მშვიდობიან აქციას", – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სტადიონზე იმ პირების ფოტოებიც გამოფინეს, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეობდნენ და დაიღუპნენ.

"მთიანი ყარაბაღი სომხებისაა, ეს ისტორიული ფაქტია, აზერბაიჯანს კი 102 წლის ისტორია აქვს. ჩვენს ტერიტორიებს არ დავთმობთ, ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც კარგად იცის, ყარაბაღი ჩვენია. ჩვენი ახლობლები იბრძვიან ომში, ორი უკვე გარდაიცვალა", – ამბობს სოფელ განძაში მცხოვრები გენრიკ ნალბანდიანი.

დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდნენ სოფელ აბულში მცხოვრებლებიც, ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტის მოგვარებაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლები უნდა ჩაერთნონ.

„ყარაბაღში ხოცავენ ბავშვებს, ქალებს, ეს როგორ შეიძლება? რატომ არ აქცევს მსოფლიო ამას ყურადღებას, სადაა გაერო, ამერიკა?! თუ საჭირო იქნება აქედან ყველა წავა და იბრძოლებს“,-ამბობს სოფელ აბულის მკვიდრი ლოვა პაპოიანი.

„ჩვენ ისეთ არაფერს გავაკეთებთ რომ საქართველოს ჩირქი მოედოს. ამ ქვეყანაში აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ და სოხებიც. ეს ყველფერი ერდოღანის და ალიევის მოგონილია, ვადა გასდით და ახლა ეს ომი მოიფიქრეს. ჩვენ აზერბაიჯანელ ხალხთან პრეტენზია არ გვაქვს. მაგრამ იარაღით რომ მოდის ადამიანი ჩვენ ტაშით ვერ დავხვდებით“- ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს.

JAMnews–ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, სომხური მხრიდან 224 ადამიანი დაიღუპა – ასეთ ინფორმაციას სომხური მედია ყარაბაღის თავდაცვის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაჭრილთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. რამდენი აზერბაიჯანელი მებრძოლი დაიღუპა, ამის შესახებ განცხადება არ კეთდება.

იზრდება მსხვერპლის რაოდენობა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. აზერბაიჯანულ მხარეს სულ 26 ადამიანი დაიღუპა და 121 დაიჭრა. სომხურ მხარეს, 19 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და დაახლოებით 80 ადამიანი დაიჭრა.

• რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები. მათ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს და მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შესახებ განაცხადეს.

• სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა. განიხილეს ყარაბაღში მიმდინარე ბრძოლების ინტენსიური ხასიათი და ორივე მხარის დიდი დანაკარგები, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობას შორის. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

• ერევანში იმ ჯგუფის წევრები ჩავიდნენ, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური სამიტის მოსამზადებელი სამუშაოებით არიან დაკავებული. სამიტი 8-9 ოქტომბერს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ მასში მონაწილეობას რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინიც მიიღებს.

ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]

ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]

ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
ერევანში ჰუმანიტარული ტვირთი ახალციხის საკრებულოს წევრმა ჩაიტანა
‘არა ომს’ – ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს
ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მოსკოვში შეიკრიბებიან