FM97.5 / LIVE

ორწლიანი ძებნის შემდეგ 'მტკვარიჰესისთვის' ინვესტორები მოიძიეს

მთავარიეკონომიკა 12.12.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესის, „საუკუნის მშენებლობად“ შეფასებული „მტკვარიჰესის“ მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე აღდგება.

ორწლიანი ძებნის შემდეგ 'მტკვარიჰესისთვის' ინვესტორები მოიძიეს
„მტკვარიჰესის“ მშენებლობის განახლების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, 11 დეკემბერს, სოფელ ზიკილიაში ქვესადგურ „ახალციხის“ გახსნისას განაცხადა.

„როგორც ვიცი, „მტკვარიჰესს“ დაფინანსების პრობლემა ჰქონდა და ინვესტორებს ეძებდნენ. სწორედ ამის გამო შეჩერდა მშენებლობა. მათ ვადების გადაწევა მოითხოვეს, ჩვენ მაქსილამურად დავეხმარეთ. ჩემი ინფორმაციით ინვესტორი უკვე ნახეს და სამუშაოებსაც მალე განაახლებენ“, - განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე თვეში თითქმის ორი წლის წინ შეჩერებული პროექტის მშენებლობა რომ გაგრძელდება, ამას „მტკვარიჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიძინა ბეჟუაშვილიც ადასტურებს.

„ჩვენ უკვე აქტიურ ფაზაში გადავედით პროექტის შესაწვლის კუთხით. ჩამოყვანილი გვყავდა რამდენიმე ჯგუფი ინვესტორების, რომლებმაც ადგილზე ნახეს ობიექტი, ერთი კვირის წინ რუსი ინვესტორებიც იმყოფებოდნენ“, - ამბობს ბიძინა ბეჟუაშვილი და აქვე ამატებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ინვესტორი განიხილება: „მტკვარიჰესით“ ძალიან ბევრი ინვესტორია დაინტერესებული, ჩვენ მხოლოდ სამს განვიხილავთ, რომლებსაც უკვე შესაწვლილი აქვთ პროექტი, ობიექტი ნანახი აქვთ და რაც მთავარია მოსწონთ პროექტი“.

ბეჟუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ინვესტორებთან მოლაპარაკება პირობებზე მიმდინარეობს, რის შემდეგადაც სამიდან მხოლოდ ერთი ინვესტორი შეირჩევა, საშობაო არდადაგების შემდეგ კი მასთან ხელშეკრულებაც გაფორმდება: „ინვესტორის შემოყვანის სამუშაოების 95 პროცენტი უკვე დასრულებულია. სამწუხაროდ, საშობაო არდადეგები იწყება და მოგეხსენებათ ევროპაში და რუსეთში თითქმის ერთი თვე ჩერდება მუშაობა, ამის გამო ინვესტორთან ხელშეკრულებას თებერვალში გავაფორმებთ. მარტის დასაწყისში კი უკვე ჰესზე სამუშაოები განახლდება“.

ბეჟუაშვილის თქმით, სამშენებლო ობიექტზე მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მშენებლობაზე 20 მილიონ დოლარზე მეტი უკვე დაიხარჯა: „უკვე გაკეთებულია გამათანაბრებელი რეზერვუარები, დაწყებულია გვირაბის გათხრა, გაკეთებულია ხიდი, საწყობები. ასევე, ადგილზეა ინფრასტრუქტურა“.

შეგახსენებთ, „მტკვარიჰესის“ მშენებლობა 2009 წლის ნოემბერში დაიწყო და 2014 წელს უნდა დასრულდეს. „მტკვარიჰესის“ მშენებლობა 2012 წლის პირველ აპრილს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეჩერდა. როგორც ჰესის მაშინდელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი განმარტავდა, ინვესტორები „მტკვარიჰესიდან“ გავიდნენ და პროექტის გასაგრძელებლად ახალი ინვესტორების მოძიება იყო საჭირო.

„მტკვარიჰესის“ მშენებლობის გაგრძელებას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აპირებდნენ თუმცა, ამ დრომდე სამშენებლო ტერიტორია დაცლილია.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში მშენებარე ჰესების შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ეს საკითხები უნდა შეესწავლათ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ორი წლიანი ჩავარდნის შემდეგ, ‘მტკვარიჰესის’ მშენებლობა განახლდება
”მტკვარიჰესი” ინვესტორებს ეძებს

,,მტკვარიჰესის“ მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა
სოფელ რუსთავში "მტკვარიჰესის" სამუშაო ტერიტორიის მახლობლად მიწა ჩავარდა
კახა კალაძემ ახალციხეში შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქვესადგური მოინახულა