FM97.5 / LIVE

სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის მემორანდუმი ფორმდება

მთავარისაზოგადოება 12.12.2013
დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

სამოქალაქო სექტორსა და პარლამენტს შორის მემორანდუმი ფორმდება
შეხვედრა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში შედგება. ახალციხიდან პარლამენტში ორი ორგანიზაცია ‘დემოკრატ მესხთა კავშირი’ და ასოციაცია ‘ტოლერანტია’ მიწვეული.

ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტია. მათი განცხადებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტს შორს მსგავსი თანამშრომლობის დამკვიდრების იდეა გასული წლის შემოდგომით გაჩნდა. დღევანდელი დღით კი საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავებას.

ამ დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ პარლამენტარებთან ერთად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების, ამოცანების და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნის შედეგად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჯგუფმა მემორანდუმის ტექსტი მოამზადა, რომელიც ორივე მხარის ერთობლივი მუშაობით დაიხვეწა. სწორედ დღეს მოეწერება ხელი აღნიშნულ მემორანდუმს. დღესვე ორგანიზაციებს მიეცემათ საშუალება დააყენონ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები და პარლამენტს შესთავაზონ მისი გადაწყვეტის გზები.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მემორანდუმთან მიერთება საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს
საქართველოს რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს