FM97.5 / LIVE

რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2020
29 სექტემბერს კარწახთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ საქართველო–თურქეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ისინი თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავ მანქანებს არ ატარებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის ამ ფორმით ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ უშლიან ხელს ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომეხი ჯარისკაცების და დაზარალებულების დახმარებაში.

რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები

კარწახში სიტუაცია დღის ბოლოს დაიძაბა. გზის გადაკეტვის გამო, ათობით მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

"ფეისბუკზე წავიკითხეთ, რომ საქართველომ აზერბაიჯანს მარტივად გაუხსნა გზა, ჩვენ კი გუშინ ძლივს შევძელით სურსათის გაგზავნა. გვაინტერესებს, რატომ არ გვაძლევს საქართველო უფლებას სომეხ სამხედროებს დავეხმაროთ", – კითხულობენ ადგილობრივები.

პროტესტის სულ სხვა ვერსიაზე საუბრობს ადგილობრივების ნაწილი: "მარნეულში მცხოვრებლებმა "სადახლოს" გზა ჩაკეტეს, საიდანაც სხვა ქვეყნებიდან სომხეთში დახმარება შედიოდა. ახლა ეს ტვირთი "ბავრაზე" გადააქვთ და ამის გამო მანქანებს დიდი გზის გავლა უწევთ. "სადახლო" ჩაკეტეს, ამიტომ ჩვენ "კარწახის" გზა გადავკეტეთ".

ვითარების გასარკვევად "სამხრეთის კარიბჭე" სამცხე–ჯავახეთში მხარის რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს დაუკავშდა, თუმცა მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალტეტების პირველი პირებიც.

"დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ჰქონდათ გზა ახალგზარდებს ჩაკეტილი, მივხვდნენ რომ ეს არ იყო სწორი და მალევე დაიშალნენ", – ამბობს ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი.

01:46 საათისთვის საქართველო–თურქეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გახსნილია, ადგილობრივები სახლებში ბრუნდებიან. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.

დღეს აქციის დაწყებისას ტელეკომპანია ATV-12-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ საქართველოს გავლით აზერბაიჯანში თურქეთიდან იარაღი და საბრძოლო მასალა შედის. აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივებს "სამხრეთის კარიბჭესთან" არ უსაუბრიათ.

დღეს, 29 სექტემბერს სომხეთის ხელისუფლებამ, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს საზღვარზე „ბავრას“ საბაჟო-გამშვები პუნქტი გამოიყენონ (ქართული მხრიდან - „ნინოწმინდა“), რადგან „ბაგრატაშენის“ (ქართული მხრიდან „სადახლო“) საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალი გზა სომხეთში აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობასთან მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნიდან სომხეთისკენ მომავალი სატვირთო ავტომობილები სომხური ნომრებით „ბავრას“ საბაჟო პუნქტისკენ გადამისამართდება“, - განაცხადეს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში.


გუშინ, 28 სექტემბერს ხმაური იყო ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტთანაც. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მთანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე პირებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გატარებას ითხოვდნენ. ადგილობრივებმა სურსათი, ტანსაცმელი, სამედიცინო მედიკამენტები და საბურავები შეაგროვეს. სამართალდამცავ ორგანოებთან რამდენიმე საათიანი მოპალარაკებების შედეგად, საზღვრის გადაკვეთის უფლება იმ სატვირთო მანქანებს მისცეს, რომლებშიც სურსათი იყო, საბურავები სავსე მანქანები უკან გამოაბრუნეს.

ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრის დილას დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. საპირისპიროს აცხადებენ აზერბაიჯანში.



ასევე გირჩევთ:

‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე


[მარიამ ბარძიმაძე, რიმა სარუხანიან]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘არ დავიშლებით,  ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან
საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა
სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს
სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]
‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე
‘საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების სომხეთში გაგზავნის პრობლემა არ არსებობს’ -  საელჩო
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო