FM97.5 / LIVE

‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.09.2020
საქართველო–სომხეთის საზღვართან შეკრებილი მოსახლეობა საზღვრის გახსნას და სატვირთოების გატარებას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილები პირების დასახმარებლად მედიკამენტების, ტანსაცმლის, საკვების და საბურავების ჩატანა სურთ.

‘არ დავიშლებით,  ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

ნინოწმინდაში, საქართველო–სომხეთის საზღვართან ვითარება დღეს, 28 სექტემბერს გვიან საღამოს დაიძაბა. ცენტრალური გზა პოლიციის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი, ისინი სატვირთო მანქანების არ ატარებენ.

„ნინოწმინდასა და ახალქალქში ხალხმა შეაგროვა საბურავები, მედიკამენტები, ბოსტნეული, ყველაზე საჭირო ნივთები შეგროვდა და გვინდა სომხეთში ჩავიტანოთ, იქ ომია და ჩვენს ძმებს დახმარება სჭირდებათ. ვისაც ორი შარვალი ჰქონდა ერთი სომხეთში გასაგზავნად გამოიტანა, ამ ადამიანების ნათესავები და ახლობლები იბრძვიან, მე ახლა საზღვრიდან 10 კილომეტრის დაშორებით ვიმყოფები. ერთმანეთში საუბრობენ საქართველოს და სომხეთის საგარეო უწყებები, რა და როგორ იქნება პასუხს გვეტყვიან“,- ამბობს ნინოწმინდაში მცხოვრები ანდრანიკ კარსლიანი.

ორი ქვეყნის საზღვართან ადგილობრივები დაახლოებით ერთი საათის წინ [21:50] მივიდნენ.

ვითარების გასარკვევად "სამხრეთის კარიბჭე" შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. კომენტარი არ გააკეთეს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაჭრილია 19. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ორდღიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილია 32 მებრძოლი. სომხეთში კი 59.

ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს მიმდინარე წლის ივლისშიც დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.

სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ამ დროს ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა.

[მარიამ ბარძიმაძე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]
ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]
საქართველოს საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე