FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.09.2020
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა სრულდება.

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. 306-337 წლებს შორის ბიზანტიის იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი, რომელსაც მოციქულთასწორი უწოდეს. მან ქრისტიანთა დევნა შეაწყვეტინა სახელმწიფოს, ოფიციალურად დაუშვა ქრისტიანული აღმსარებლობა, თავადაც მოინათლა და ყველანაირად შეუწყო ხელი ქრისტიანობის გავრცელებას...

27 სექტემბერს ჯვართამაღლება აღინიშნებამისმა დედამ, ელენე დედოფალმა, 326 წელს, იერუსალიმში წარმართების მიერ მიწით დაფარული გოლგოთა გაათხრევინა და აღმოაჩინა სამი ჯვარი, დაფა, რომელზეც პილატეს დავალებით გაკეთებული იყო სამენოვანი წარწერა „იესუ ნაზარეველი მეუფე ჰურიათა“ და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.
სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. წმინდა ჯვრის შეხებით მკვდარი გაცოცხლდა. სასწაულის შესახებ ყველამ გაიგო, იერუსალიმის მოსახლეობა შეიკრიბა და იერუსალიმის პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ აღემართა ჯვარი.

პატრიარქმა და სხვა მამებმა აღმართეს ჯვარი. იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით კი დაიწყეს ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელიც გოლგოთასა და უფლის საფლავს მოიცავდა. მშენებლობა თითქმის ათი წელი გაგრძელდა. წმინდა ელენე დედოფალი ვერ მოესწრო მის დასრულებას, იგი გარდაიცვალა 327 წელს. 335 წლის 13 სექტემბერს ტაძარი აკურთხეს. მომდევნო დღეს კი - 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

27 სექტემბერს ჯვართამაღლება აღინიშნება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს
დღეს ჯვართამაღლებაა
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს