FM97.5 / LIVE

ბოტკინის 22 შემთხვევა 35-კომლიან სოფელში

მთავარისამართალი » შემთხვევა 09.12.2013
კოლიფორმული ბაქტერიები სასმელ წყალში და ა ჰეპატიტით დაინფიცირებულები სოფელ ხერთვისში; ვინ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას წყლის უვნებლობის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტში და აბინძურებს თუ არა წყალს ფარავან ჰესის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოები;

ბოტკინის 22 შემთხვევა 35-კომლიან სოფელში
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში ა ჰეპატიტის ბოლო შემთხვევა 3 დეკემბერს დაფიქსირდა. ასპინძის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის განმარტებით, 3 წლის ბავშვს ინფექცია დედისგან გადაედო.

„18 ოქტომბერს ჰქონდა დედას, ინფექცია კონტაქტით გადავიდა. ბოტკინის საინკუბაციო პერიოდი 14-დან 50 დღემდე გრძელდება“, - გვიხსნის პაპაშვილი და ამატებს, რომ 3 წლის ბავშვის დაინფიცირება, 18 ნოემბრის შემდეგ პირველად გამოვლენილი შემთხვევაა.

სოფელში, სადაც 35-მდე კომლი ცხოვრობს, ბოტკინის პირველი შემთხვევა 21 აგვისტოს გამოვლინდა და 18 ნოემბრამდე 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია ხერთვისიდან ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდა. ჯამში, რეგიონში, ინფიცირებულთა რიცხვმა 28-ს მიაღწია.

წყალში კოლიფორმული ბაქტერიებია

ბოტკინის 22 შემთხვევა 35-კომლიან სოფელშიმზია პაპაშვილის განცხადებით, სოფელში დაავადების გავრცელება წყლის დაბინძურებამ გამოიწვია. ხერთვისის სასმელ წყალზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ, რომელიც შპს „ეტალონის“ პროდუქციის ტესტირების ლაბორატორიაში, 16 ოქტომბერს ჩატარდა, აჩვენა, რომ წყალში კოლიფორმული, ანუ ნაწლავური ბაქტერიებია (გამოცდის ოქმი N1848).

წყლის დაბინძურების სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები სოფელთან ახლოს მიმდინარე ფარავნის ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ასახელებენ. ეჭვი ამასთან დაკავშირებით ასპინძის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრშიც გაუჩნდათ და ამ მიზეზით მშენებელ კომპანიასაც ესტუმრნენ.

„ზედა კემპზეც ვიყავით და ქვედაზეც. გვითხრეს, რომ შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოებმა სასმელი წყალი დააბინძუროს, რადგან აქ ბიოტუალეტები აქვთ და წყალს სპეციალური მოწყობილობებით ფილტრავენ“, - ამბობს პაპაშვილი.

ბოტკინის 22 შემთხვევა 35-კომლიან სოფელში

წყლის რეზერვუარი, რომელიც არავის ბალანსზე არაა

მას არსებულ ვითარებაში მთავარ პრობლემად ის მიაჩნია, რომ ხერთვისის სასმელი წყლის 120-ტონიანი რეზერვუარი, რომელიც ხერთვისის ციხესთან მდებარეობს, არავის ბალანსზე არ არის. ის არც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ და არც ადგილობრივ თვითმმართველობას ექვემდებარება. შესაბამისად, ყურადღებასაც არავინ აქცევს.

„70-იანი წლების შემდეგ, რაც ეს რეზერვუარი გაკეთდა, სულ ასეა, პატრონი არ ჰყავს, - აცხადებს ხერთვისის რწმუნებული ვაჟა ჩიკაიძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობის გამო წყლის დაბინძურების ვერსიას, იგი ამბობს, რომ გადაჭრით ვერაფერს იტყვის, რადგან ამ საკითხს გამოკვლევა სჭირდება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის განცხადებით, სოფლების სასმელი წყალი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსად არაა, თუმცა, პირველი იანვრიდან წყალმომარაგების სისტემა თვითმმართველობის ბალანსზე გადავა და შესაბამისად ხერთვისის სასმელ წყალზე პატრონაჟს თავად აიღებენ.

„ამ თემაზე საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება და მომავალი წლიდან ეს საკითხი დარეგულირდება“, - განგვიმარტეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც.

აბინძურებს თუ არა ჰესის მშენებლობა წყალს

რაც შეეხება ფარავნის ჰესის სამშენებლო სამუშაოების გამო წყლის დაბინძურებას, საქართველოს ურბან-ენერჯის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელის ნერსე მაკაროვის განცხადებით, ეს დაუშვებელია, რადგან ხერთვისის სასმელი წყლის რეზერვუარი სამშენებლო სამუშაოებისგან დაშორებული დაახლოებით კილომეტრნახევრითაა.

„ყველა გვირაბის გამოსასვლელში და ყველა კემპზე ფილტრები გვაქვს დამონტაჟეებული, იქლორება აუზებიც . ასევე დიდი დანადგარებია მოწყობილი ტუალეტებთან, სასადილოებთან და ამიტომ გაფილტრული წყალი ჩადის მდინარეში, - გვიხსნის მაკაროვი და ამატებს, - ჩვენ ეროპის განვითარების ბანკთან გვაქვს ურთიერთობა, ამიტომ ვალდებულები ვართ და ეს მოწმდება კიდეც სისტემატურად, რომ აქ ყველაფერი ევროპის სტანდარტებთან გვქონდეს შესაბამისობაში“.

ცრუ ინფორმაცია წყლის უვნებლობის შესახებ (?!)

ხერთვისის მკვიდრი ქეთევან ყრუაშვილი, რომელსაც ოჯახის 2 წევრი ჰყავდა ინფიცირებული, ამბობს, რომ სოფელში ინფექცია აღარაა და ახლა უკვე წყალიც უვნებელია.

მას ეთანხმება ამავე სოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხმალაძეც: „სკოლაში 17 მოსწავლე მყავს და 9 ინფიცირებული იყო. ახლა ხერთვისში ინფექციის კერა აღარ არსებობს, წყალი ლაბორატორიულად შემოწმდა და პასუხი დადებითი მოვიდა“.

სასმელ წყალში კოლიფორმული ბაქტერიების აღმოჩენის შემდეგ, რომ ლაბორატორიული კვლევა ხელახლა ჩატარდა, მზია პაპაშვილიც გვიდასტურებს: „მუნიციპალიტეტისა და წყალკანალის დახმარებით რეზერვუარი დაქლორეს და სინჯი ამის შემდეგ აიღეს. სიტყვიერად გვითხრეს, წყალი უკვე უსაფრთხოაო, პასუხი ალბათ გამგეობაში მოვიდოდა, ჯერ ეს დოკუმენტი არ გამომითხოვია“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ აღნიშნულ დოკუმენტთად დაკავშირებით, მის მოადგილესთან ალქსანდრე პაპაშვილთან გადაგვამისამართა: „ამ პერიოდში სამსახურში არ ვიყავი და ჩემ მოვალეობას პაპაშვილი ასრულებდა“.

ალექსანდრე პაპაშვილმა კი განგვიმარტა, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათაო და რეგიონულ ოფისებში წერილები თავად გაგზავნა: „ჩამოსულები იყვნენ, აიღეს სინჯები რამდენიმე ადგილიდან. თქვეს, ჯერ უნდა შემოწმდეს და გაირკვეს საჭიროებს თუ არა დაქლორვასო, თან სიტყვიერად გვითხრეს, რომ შეშფოთების საფუძველი არ გვქონდა და ამის შესახებ პასუხს წერილობითაც მოგვაწვდიდნენ“.

გია ბაგინაშვილი : „წყლის ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა“


„გაერთიანებული წყალმომარაგების“ ასპინძის სერვის ცენტრის მენეჯერი მალხაზ ბალიაშვილი ამბობს, რომ „ჯერ რეცხვადი დეზინფექცია უნდა ჩატარდეს და ანალიზი ამის შემდეგ გაკეთდება“.

კატეგორიულად უარყო ხელახლა სინჯების აღების ფაქტი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა გია ბაგინაშვილმაც.

„მათი მოთხოვნა მხოლოდ ის იყო, რომ წყლის ქლორირებასა და დეზინფექციაზე დავხმარებოდით. ანალიზების ჩატარებაზე არანაირი ოფიციალური მომართვა ამ დრომდე არ მიმიღია, შესაბამისად არც ასეთი კვლევა არ ჩატარებულა“, - ამბობს ბაგინაშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოტკინის ბოლო შემთხვევა 3 დეკემბერს გამოვლინდა. ინფექციის საინკუბაციო პერიოდი 50 დღეს გრძელდება. წყალი კი, რომელმაც სოფელი მოწამლა, არავინ იცის, კვლავ უვნებელია თუ არა.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხეში ა ჰეპატიტის  გავრცელების ეშინიათ
სოფელ რუსთავს წელს  წყალი არ ექნება
ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის