FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო

მთავარისაზოგადოება 07.12.2013
ააიპ ახალციხის ციხის დირექტორს ელგუჯა ბიჭაშვილს, სამსახურიდან გათავისუფლებულმა ეკატერინე დგებუაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ უსაფუძვლოდ გათავისუფლეს, სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო.

ახალციხის ციხის დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო

ახალციხის ციხის დირექტორმა ელგუჯა ბიჭაშვილმა ამავე ციხის თანამშრომელი ეკატერინე დგებუაძე სამსახურიდან 2013 წლის 6 აგვისტოს გაათავისუფლა. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დ ქვეპუნქტი მიუთითა, რაც დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ნიშნავდა.

ეკატერინე დგეუბაძის ადვოკატის ეკა აბაშიძის განცხადებით, მაშინ როცა ბრძანება დაიწერა, არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ ამავე წლის 12 ივნისს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით ხელშეკრულების შეწყვეტა ერთპიროვნულად დამსაქმებლის მიერ შეუძლებელი იყო, მით უფრო, თუ ბრძანებაში არ იქნებოდა მითითებული მიზეზი, რის საფუძველზე ათავისუფლებდნენ თანამშრომელს.

ბრძანებაში დაშვებული შეცდომის შესწორება დგებუაძის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ სცადეს. მეორედ დაწერილ ბრძანებაში (#58) გათავისუფლების მიზეზად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ზ ქვე უნქტი, ჩაუწერეს, რაც პიროვნების მიერ ეთიკური ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ეკატერინე დგებუაძეს ეთიკური ნორმების დარღვევა ვერ დაუმტკიცეს. ამიტომ მოსამართლემ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გადაწყვეტილება დგებუაძის სასარგებლოდ გამოიტანა. დგებუაძე ბრძანების ბათილად ცნობას და ბათილობიდან გამომდინარე მის თანმდევ შედეგებს - სამსახურში დაბრუნებას და იძულებით გაცდენილი საათების ანაზღაურებას ითხოვდა.

მიუხედავად მოგებული სასამართლო პროცესისა, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ ვერ აღსრულდება, რადგან ციხის დირექტორი აღნიშნულის გასაჩივრებას ზედმგომ ინსტანციაში აპირებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოც მოუგო
ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო საბოლოოდ მოუგო
ახალციხის ციხემ წაგებული საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
ადიგენის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გამგებელს სასამართლო მოუგო
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
„საქართველოს ბანკს“ ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო