FM97.5 / LIVE

იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა

მთავარისაზოგადოება, სამართალი 27.06.2012
სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ოფისში დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს სხდომა გაიმართა

იურიდიული დახმარების სამსახურში მონიტორინგის საბჭომ იმსჯელა

მონიტორინგის საბჭოს სხდომის მიზანი პრობლემების ადგილზე გამოვლენა იყო. ასეთი სხდომები კვარტალში ერთხელ ტარდება.

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსმა დავით ზარიძემ ახალციხეში ოფისის გახსნის დღიდან დღემდე აქ წარმოებული საქმეების, მოქალაქეების მომართვიანობის, ჩატარებული გასვლითი შეხვედრებისა და ზოგადად მათი საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მონიტორინგის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა ან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე.

პროექტის ”მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება” ხელმძღვანელი ჰერბერტ ბოუმენი დაინტერესდა, რამდენად გრძნობენ თავს პროკურორების თანასწორად სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ადვოკატები ახალციხის რაიონულ სასამართლოში: ”საერთოდ, ქვეყანაში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ძალიან მცირეა. ასევე საპორცესო გარიგებების შემთხვევაში, ხშირად საქმე პროკურორის და არა ადვოკატის სასარგებლოდ წყდება. სამინისტოს პოზიციაა, რომ დაცვის მხარე ყოველთვის ნაკლებად მომზადებულია”.

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაცვის მხარე ხშირად ნაკლებად მომზადებულია, არ ეთანხმება: ”ეს უფრო სასამართლოს და არა პროკურატურის პრობლემად მიმაჩნია, რადგან გადაწყვეტილებას მოსამართლე ღებულობს”.

მონიტორინგის საბჭოს ერთ-ერთი წევრის სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორის ზვიად დევდარიანის განცხადებით, ახალციხეში, ადგილობრივ ბიუროსთან გაცნობითი სახის, სადისკუსიო შეხვედრა შედგა: ”ეს არის პერიოდული კომუნიკაცია იურიდიული დახმარების სამსახურებთან. გვინდა მათგან გავიგოთ რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება ამ პროცესებში მონიტორინგის სამსახურის ჩართულობის გაზრდა”.

მისივე თქმით, ზოგადად, პრობლემები თითქმის ყველა ბიუროში იდენტურია: ”სამცხე-ჯავახეთში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მომართვიანობის რაოდენობამ გამაკვირვა და გამიხარდა კიდეც, რადგან მათთვის გაწეული კონსულტაციებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების სტატისტიკა საკმაოდ მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიურო თავის ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იურიდიული დახმარების სამსახურმა მუშაობის ანგარიში წარადგინა
უფლებადამცველების ანგარიში მოსახლეობას
შეხვედრა მოსახლეობასთან

შეხვედრა მოსახლეობასთან
იურიდიული დახმარების ბიურო დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად
რეგიონებში იურიდიული დახმარების ქსელი იქმნება
სოციალურად დაუცველებს სასამართლოში სამოქალაქო დავისას სახელმწიფო ადვოკატი დაიცავს