FM97.5 / LIVE

დაჩი გრძელიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე: 'რა დახუთულობა და სიბნელეა'

მთავარისაზოგადოება 07.12.2013
'რატომ გვგონია, რომ ან სიგარეტის კვამლით გაბუღულ სუფრაზე პატრიარქის დღეგრძელობა გვაცხონებს, ან ფახი-ფუხით შესმული საქართველოს სადღეგრძელო გააბრწყინებს ივერიას. რა დახუთულობა და სიბნელეა', - ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

დაჩი გრძელიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე: 'რა დახუთულობა და სიბნელეა'
"საფრანგეთმაო, ეიფელის კოშკი უკრაინის დროშის ფერებში გაანათაო; გერმანიამო, მიუნხეინის აეროპორტში უკრაინელები ევროკავშირის გასასვლელში გაატარაო... უკრაინელები ძმები არიან, თანავუგრძნობ. მაგრამ თან, 2008-ის გახსენებაზე იმ ნაცემი ბავშვივით მტკივა გული, ეზოში რომ არავინ გამოსარჩლებია...

ვითომ, მარტო მიშას მავნებლობის ბრალი იყო? თუ უფრო იმისა, მოდგმითა და ჯიშით ევროპელები, შიგადაშიგ ძალად რომ ვიბნელებთ ხოლმე თავს უმეცრობით?

ვითომ მართლმადიდებლობის სიყვარულით, ისევ მართლმადიდებლობას რომ ვაკნინებთ ხოლმე, როდესაც სიძულვილით სიყვარულისთვის ვიბრძვით?

როდესაც ერთმანეთის ლანძღვა-მუქარით, ერთმანეთს პატრიარქის სიყვარულში ვეჯიბრებით? სადამდე დავედით რომ ჩვენ, ქართველებს სინაგოგა და მეჩეთი გვაშინებს და გვიკვირს?

ქრისტეს კვართი ვინ ჩამოგვიტანა მცხეთაში? - ებრაელებმა. რა რწმენის იყო ერეკლეს ერთგული „200 თათარი“, თბილისის მისადგომებთან განსაკუთრებული სისასტიკით რომ დახოცა აღამაჰმად ხანმა? - მუსულმანი.

რატომ გვგონია, რომ ან სიგარეტის კვამლით გაბუღულ სუფრაზე პატრიარქის დღეგრძელობა გვაცხონებს, ან ფახი-ფუხით შესმული საქართველოს სადღეგრძელო გააბრწყინებს ივერიას?

რა დახუთულობა და სიბნელეა...

სადღაც აქ დიდი ფანჯრები იყო, მთაწმინედელებისა და ოპიზრების გამშვენებული - იქნებ გამოვაღოთ, გავანათოთ და გავანიავოთ? იქნებ, ის სამყარო დავინახოთ, სადაც არც ღიმილია დეფიციტური და არც შავია საყვარელი ფერი?

იქნებ ერთხელ მაინც, ჩვენს ჯამს მოვწყვიტოთ თვალი, რომ ქუთაისიდან მცხეთისაკენ, ხელნაწერებით დატვირთული ურმით მიმავალი ექვთიმე აღმსარებელი დავინახოთ - რა აბედინებს ქართულ საგალობლებზე ზრუნვას მძვინვარე 20-იან წლებში - როდესაც ქუთათელი მიტროპოლიტი დახვრეტილია, პატრიარქი ამბროსი კი ციხეში ზის?

ან ზოგიერთ ჩვენს თანამედროვეს რა აბედინებს, მთავრობის ნაჩუქარი ჯიპი, წარსულ დროში, ეკლესიის გადატანილი ამ წამებისა და გმირობის კომპენსაციად მონათლოს?

თუ პირიქით, კარგად დავგმანოთ, საიდანაც კი ოდნავ რამე სინათლე აღწევს. ამ სიბნელეში თვითონვე შევქმნათ მითიური „გარყვნილი და ბოროტი დასავლეთი“, მერე თვითონვე, „გმირულად“ გავანადგუროთ და ამ არარსებულთან ბრძოლაში დაღლილები, ძმურად ჩავეხუტოთ საქართველოს ერთმორწმუნე სიკვდილს - სახელად რუსეთს რომ ეძახიან?" -წერს დაჩი გრძელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

[SKnews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაჩი გრძელიშვილი - მთავრობავ, გააკეთე რა, შენი საქმე
ახალციხის ციხე ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
პატრიარქის მდივანის განცხადებით, ილია II-ის ოპერაცია კარგად დასრულდა
საქართველოს პატრიარქი საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება
პაუზა ლექსით: "მე მიყვარს ხოლმე სიარული" [Audio]
საპატრიარქო: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს
კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა