FM97.5 / LIVE

კაცს, რომელიც ახალციხეში გასვენებაში იყო კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.09.2020
სომხეთიდან საქართველოში დედის გასვენებაში ჩამოსულ კაცს, უკან დაბრუნებისას, საზღვარზე კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლობლები ამბობენ, რომ ამ გასვენებაში დაახლოებით 150 ადამიანი იყო.

კაცს, რომელიც ახალციხეში გასვენებაში იყო კორონავირუსი დაუდასტურდა

ს.ა-ს დედის დაკრძალვა ქალაქ ახალციხეში, კვირას, 13 სექტემბერს იყო. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გახდა ცნობილი, ინფიცირებული სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ტრაილერით შემოვიდა, დაესწრო დედის დაკრძალვას და უკან დაბრუნებისას, ამავე საზღვარზე კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის გამო, ახალციხის კლინიკა „იმედსა“ და ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმ პირების ტესტირება მიმდინარეობს, რომლებიც გასვენებაში იმყოფებოდნენ.

არც ჯანდაცვის ცენტრსა და არც დაავადებათა კონკტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ განყოფილებაში ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ფატი ხაბულიანმა განაცხადა, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ კომენტარს არასდროს გაუკეთებს. კორონავირუსის შესახებ ფაქტს კი, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

თუმცა „სამხრეთის კარიბჭე“ კლინიკა „იმედში“ იმ დროს მივიდა, როცა დაახლოებით 10 ადამიანი იქ ტესტის გასაკეთებლად იყო დაბარებული. ამ პირებს ხაბულიანი და მისი თანამშრომლები კლინიკის ეზოში დახვდნენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოფისში გადაამისამართეს, ტესტის გასაკეთებლად.

„გასვენებაში რომ კაცს შევხვდით, მაგის გამო დაგვიბარეს, ტესტები უნდა გაგიკეთოთო ეგრე გავიგეთ“, - ამბობს ბახვა კუპრაძე.

ამავე გასვენებაში მყოფი კარაპეტ სუჯიანის თქმით, დაახლოებით 150 ადამიანი იყო დაკრძალვაზე: „მანქანით მოვიდა ახალციხეში [ინფიცირებული], გასვენებაში 150 კაცი მაინც იქნებოდა მაღლა. მე მარტო ხელი ჩამოვართვი, სუფრაზე არ ვყოფილვარ. ახლა აქ ოჯახის წევრები მოვედით, რომ ტესტი აგვიღონ, ექვსნი ვართ“.

გაიხსნება თუ არა ამ შემთხვევის შემდეგ ახალციხეში „ცხელების ცენტრი“, ექიმები ვერ გვპასუხობენ. კლინიკა „იმედში“ ამბობენ, რომ მათთან არ იგეგმება და შესაძლოა „ცხელების ცენტრი" რეფერალურ საავადმყოფოში გაიხსნას. რეფერალურ საავადმყოფოში კი ამბობენ, რომ ამის შესახებ ჯერ მითითება არ მიუღიათ: „ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, უჩემოდ როგორ გადაკეთდება?!“ ,– ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, რეზო კუჭუხიძე.

კაცს, რომელიც ახალციხეში გასვენებაში იყო კორონავირუსი დაუდასტურდა

კაცს, რომელიც ახალციხეში გასვენებაში იყო კორონავირუსი დაუდასტურდა

კაცს, რომელიც ახალციხეში გასვენებაში იყო კორონავირუსი დაუდასტურდა

[ნუკა სტეფნაძე, თაკო ფეიქრიშვილი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
ინფიცირებულმა დედის ქელეხი ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა
ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს
ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
სად შეგიძლიათ ახალციხეში COVID-19–ზე ტესტის გაკეთება