FM97.5 / LIVE

7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა

მთავარისაზოგადოება 07.12.2013
მართლმადიდებლური სამყარო დღეს, 7 დეკემბერს, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინა.

7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. განათლებული ეკატერინეს ხელს იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან თხოულბდნენ, მაგრამ მან მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.

7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეაეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რჩევა-დარიგება მისცა და ღვთიშობლის ხატი აჩუქა,რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე ლოცულობდა. ღამე მას ღვთსმშობელი ყრმა იესოთი გამოეცხადა და ბეჭედი უბოძა. როდესაც გაიღვიძა წმინდანმა მას ხელზე მართლაც ბეჭედი ეკეთა, რამაც იგი უფრო დიდი მორწმუნე გახადა.

სწორედ ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე იმპერატორი მაქსიმიანე ჩავიდა. ვინც ქრისტეს აღიარებდა, ყველას სიკვდილით სჯიდნენ, დიდმოწამე ეკატერინემ ხმამაღლა აღიარა თავისი სარწმუნოება. მეფე მოიხიბლა ქალწულის სილამაზით. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია.

იმპერატორმა წმინდანი საპყრობილეში გამოამწყვდია. მეორე დღეს ეკატერინე სამსჯავროზე წარადგინეს და მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ მან არ დათმო სარწმუნოება. შემდეგ ცოლობა შესთავაზა იმპერატორმა, ეკატერინემ კი განაცხადა, რომ ზეციური სიძის – ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ილოცა და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 27 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.

[SKnews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს