FM97.5 / LIVE

ქალების შესაძლებლობები მეკარტოფილეობაში - შეხვედრა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2020
ქალების შესაძლებლობების გაზრდა მეკარტოფილეობაში, მათი დაბრკოლებები, წარმატებული მაგალითები და საერთაშორისო გამოცდილება - ამის შესახებ ახალციხეში ფერმერებსა და ფერმერობის მსურველებს ორ დღიან ტრენინგს უტარებენ.

ქალების შესაძლებლობები მეკარტოფილეობაში - შეხვედრა ახალციხეში

ახალციხეში ორ დღიან შეხვედრებს, 17-18 სექტემბერს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი ატარებს და მასში მონაწილეობას 60 მსურველი იღებს.

„ჩვენს დამსწრეებს ვაცნობთ საერთაშორისო გამოცდილებას, როგორია სიტუაციაა სხვა ქვეყნებში. რამდენად არიან ქალები ჩართულები მეკარტოფილეობაში და რა წინაღობები ხვდებათ. ქალები ასევე შინ მუშაობენ, დაკავებულები არიან სახლის საქმეებით და ბავშვების მოვლით, რაც პრობლემაა. მამაკაცები აბსოლუტურად ანაზღაურებადი შრომით არიან დაკავებულები, უფრო ნაკლებად არიან შინაურ მეურნეობაში ჩართულები“, - ამბობს გენდერის ექსპერტი, ინა ჟირარი.

ტრენინგზე ქალებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც მეკარტოფილეობაში აწყდებიან.

„კარტოფილის თესლის ფასი ამ წელს ძალიან ძვირი იყო, წამლები არაა ეფექტური. ბევრჯერ შევწამლეთ მაგრამ შედეგი არა არის. სწორედ ამის გამო კარტოფილის მოვლა გაგვიჭირდა“, - ამბობს მეკარტოფილე ეღინე მინასიანი სოფელ მინაძიდან.

ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები პროდუქციის ონლაინ განთავსებასა და რეალიზაციაზეც ესაუბრნენ.
შეხვედრები უკვე ჩატარდა მარნეულში, ახალციხის შემდეგ კი ახალქალაქში გაგრძელდება.

შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კარტოფილის პროგრამის ფარგლებში ტარდება. ესაა სამ წლიანი პროექტი, რომელსაც საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს.

ქალების შესაძლებლობები მეკარტოფილეობაში - შეხვედრა ახალციხეში

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კონკურსი მომსახურეობაზე მეთესლეობის სამოდელო მეურნეობაში ®
ახალციხეში კარტოფილის მოსავალს უჩივიან  [Video]
მეურნე: კარტოფილის დაავადებები და ბრძოლის საშუალებები  [Video]
პირველ ივნისამდე თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა
მესხეთში კარტოფილის მოსავალს იღებენ [photos]
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყინვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა
‘ქალების ხმა იგებს არჩევნებს’ – საინფორმაციო აქცია ახალციხეში