FM97.5 / LIVE

ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2020
რომელი რელიგიური ორგანიზაციები დააფინანსა 2020 წლის განმავლობაში და რა რაოდენობის თანხით, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ადიგენის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას უკვე თვეზე მეტია ელოდება. თვითმმართველობას კანონით განსაზღვრული ყველანაირი ვადა ამოეწურა, თუმცა რა მიზეზით არ გასცემენ ინფორმაციას, უცნობია. იურისტების განმარტებით, ადიგენის მერიამ კანონი დაარღვია და ეს ქმედება გასაჩივრებას ექვემდებარება.

ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ ადიგენის მერიიდან პირველად ინფორმაცია 2020 წლის 16 ივლისს გამოითხოვა. მაშინ თვითმმართველობაში განმარტეს, რომ ელექტრონული მისამართი, რომელიც ჯერ კიდევ მითითებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ საიტზე - adigeni.ge და „ფეისბუქ“ გვერდზე, აღარ ფუნქციონირებს, შეიცვალა, ამიტომ წერილი არ მიუღიათ.

უკვე მეორედ, რედაქციამ იგივე წერილი, 2020 წლის 13 აგვისტოს მათ მიერ მოწოდებულ ახალ ელექტრონულ მისამართზე გააგზავნა, საიდანაც მეილის მიღება დაგვიდასტურეს.

13 აგვისტოს შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭე“ ადიგენის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პერიოდულად ახსენებდა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადა ამოიწურა და წერილის პასუხი გამოეგზავნათ. ბოლო ასეთი შეხსენების დროს, 14 სექტემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეთო ლობჟანიძემ რედაქციასთან განმარტა, რომ საკითხი გასავლელია: „ეს საკითხი უნდა გავიაროთ. თუ გინდა დაწერე, რომ არ გაძლევთ ინფორმაციას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება აქვს დაუყოვნებლივ, ოღონდ არაუგვიანეს ათი დღისა.

„კანონი ავალდებულებს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ გასცეს საჯარო ინფორმაცია. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის საჯარო ან რამე მიზეზის გამო არ აქვს ეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოს, მაშინ უნდა დაუსაბუთოს ეს და უპასუხოს თუ რატომ არ აძლევს ამ ინფორმაციას. თქვენ არც ზეპირად შეგატყობინეს უარის მიზეზი, უბრალოდ თქვეს, რომ ეს საკითხი გასავლელია, ადმინისტრაციული ორგანოს უარის საფუძველი არ შეიძლება იყოს „არ გაგვივლია“, ამას სჭირდება სათანადო დასაბუთება. ცხადია, ეს უარად ითვლება ინფორმაციის გაცემაზე“, - განმარტავს იურისტი.

რის გამო არ აძლევს საჯარო ინფორმაციას მერია რედაქციას, ამის შესახებ პასუხი ვერც ადიგენის მერისგან მივიღეთ. წერილის გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგ, ზაქარია ენდელაძე გვპირდება, რომ პასუხს გამოგვიგზავნის, თუმცა როდის ვერ აკონკრეტებს: „ჩემი პასუხი ესაა - შევეცდები მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. ზუსტად არ ვიცი როდის, მალე ალბათ“, - განმარტა ენდელაძემ სატელეფონო საუბარში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, ქეთევან ბებიაშვილის განმარტებით,საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველანაირი ვადა დაარღვია ადიგენის მერიამ, შესაბამისად, რედაქციას უფლება აქვს ამის შესახებ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

„მერია ვალდებულია, რომ მოგცეთ ეს ინფორმაცია. გამოთხოვიდან სამ დღეში უნდა მოეწერათ წერილი, თუკი ამ ინფორმაციის შესაგროვებლად 10 დღე სჭირდებოდათ. იმ შემთხვევაში, თუ 10 დღე არ სჭირდებოდა ამ ინფორმაციის შეგროვებას, დაუყოვნებლივ უნდა მოეცათ ეს ინფორამცია. თუ ერთ თვეზე მეტი სჭირდებოდათ მოსაძიებლად, ესეც უნდა ყოფილიყო წერილობით ცნობილი თქვენთვის. ნებისმიერ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის მოწოდების ყველანაირი პროცედურა არის დარღვეული, რაზეც თქვენ [რედაქციას] შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს“, - განმარტავს ბებიაშვილი.

ცნობისთვის, 16 ივლისს, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ საჯარო ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან გამოითხივა. პრობლემა მხოლოდ ადიგენში შეიქმნა. დანარჩენმა ხუთმა მუნიციპალიტეტმა პასუხები რედაქციას 10 დღის ვადაში გამოუგზავნა.

[თაკო ფეიქრიშვილი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
განათლების სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია დაგვიანებით და არასრულად გასცა
ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ
ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
როგორ გასცემენ საჯარო ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთში
ადიგენის მერიის  წინააღმდეგ TDI– ის საჩივარს სასამართლო რვა იანვარს განიხილავს
რამდენი ლარი გაიცა საახალწლო პრემიისთვის? – ასპინძის გამგეობა ინფორმაციას არ იძლევა