FM97.5 / LIVE

როგორია მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა ჯავახეთის სოფლებში

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 17.09.2020
ჯავახეთის სოფლებში მოსახლეობის ნაწილს არჩევნების მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. მათი ნიჰილიზმის მიზეზი ძირითადად იმედგაცრუებაა, რომელსაც წინა არჩევნებიდან შეუსრულებელი დაპირებები აჩენს და არამარტო.

როგორია მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა ჯავახეთის სოფლებში

"მარტო არჩევნებზე ვახსენდებით" – ამ ფრაზას ბევრ დასახლებაში გაიგონებთ. გამონაკლისი არც ნინოიწმინდის მუნიციპალიტეტის ფარავნის ტბისპირა სოფლები, ფოკა და ვლადიმიროვკაა, სადაც კითხვაზე, ჰყავთ თუ არა ფავორიტი პარტია, პასუხობენ, რომ მათთვის უკვე სულერთია, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება სათავეში.

„მხოლოდ არჩევნების დროს გვიხსენებენ, რომ წავიდეთ და ხმა მივცეთ, მერე ყველას ვავიწყდებით. არჩევნებზე მივალ, მაგრამ არავის მივცემ ხმას, მთავრობები იცვლება ჩვენ ისევ გვაქვს მოუგვარებელი პრობლემები“ – ამბობს ფოკაში მცხოვრები სედა სიმონიანი.

მისი თქმით, აქაურობის ყველაზე დიდი პრობლემა ახალგაზრდების დასაქმებაა, რომელსაც არცერთი პოლიტიკური ძალა ჰპირდება.

„ახალგაზრდები რუსეთში დადიან სამუშაოდ, აქ რატომ არ უნდა იყოს სამუშაო?! ახლა მითუმეტეს, როცა საზღვრები დაკეტილია, უმუშევრად არიან, მიწებიც ცოტაა, საქონელი გვყავს და საძოვრებიც ცოტაა, თუ რომელიმე პარტია ამ პრობლემებს მოაგვარებს, დავუჭერთ მხარს – ამბობს სიმონიანი.

ბეზოიანების ოჯახისთვის კი, რომელიც ასევე ფოკაში ცხოვრობს, მთავარი პრობლემა საძოვრები და თივის ფასია.

„საზღვრები ჩაკეტეს, რუსეთში ერთ თვეში 3 000 ლარს ვიღებდი და აქ კი 3 000-ისთვის 3 წელი უნდა ვიმუშაო, არცაა სამუშაო. ყანებიდან მიღებულ მოსავალს ვერ ვყიდით, მყიდველი მოდის და კაპიკებში უნდა პროდუქტის ყიდვა, მიწები არ გვაქვს სათიბი და საძოვარი ერთ თივაში 10 ლარს ვიხდით ესე როგორ შეიძლება?!“

ბეზოიანები არჩევნებზე წასვლას აპირებენ, თუმცა ჯერ არ იციან პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ.

„არჩევნებშიც წავალთ და ხმასაც მივცემთ, თუ ამ პრობლემებს მოგვიგვარებენ, – ამბობს - ჰერიქნაზ ბეზოიანი.

სოფელ ფოკაში დაახლოებით 400 ოჯახი ცხოვრობს, აქაურები თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ.

„მარტო არჩევნებზე ვახსენდებით, ტყუილია ყველაფერი“ – ამ სიტყვებით იწყებს ჩვენთან საუბარს ფარავნის ტბის მიმდებარე კიდევ ერთი სოფლის, ვლადიმეროვკის მკვიდრი სერგეი მანგასაროვი.

სოფელი ფოკიდან ორი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ არც ბუნებრივი აირია გაყვანილი და არც ასფალტი. მოსახლეობის მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა.

„გზამ და გაზმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. მე ყველა კანდიდატს ვიცნობ, მაგრამ რა. სოფელში მხოლოდ განათება გაგვიკეთეს, ჩვენ ვთხოვეთ, რომ ასფალტი დაგვიგონ და გაზი შემოიყვანონ მაგრამ არ გაგვიკეთეს. ამას ვითხოვთ დიდი ხანია, მაგრამ ტყუილია ყველაფერი, ვინც ჩვენ ნამდვილად რამით დაგვეხმარება ჩვენც ხმას იმას მივცემთ, მაგრამ არ აკეთებს ჯერ არავინ არაფერს“ – ამბობს სერგეი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება, 17 სექტემბრის მონაცემებით, ხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, აქედან ერთი, ენზელ მკოიანი კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. იგი 21 წელია პარლამენტშია, ოქტომბრის არჩევნებისთვის მმართველმა გუნდმა მის ნაცვლად სამველ მანუკიანი დაასახელა.

[რობი ზარიძე, რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი
რას ფიქრობენ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში
‘მარტო არჩევნებზე ვახსენდებით’ – ნაქურდევში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
ადიგენი და არჩევნები
‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე
‘სხდომებზე სიტყვით ვერ გამოვალ, მაგრამ პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებ’ – სამველ მანუკიანი
'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ