FM97.5 / LIVE

‘სამჯერ დამირეკეს და კანდიდატურის მოხსნა მომთხოვეს’– ენზელ მკოიანი ზეწოლაზე საუბრობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.09.2020
„ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებსა და ახლობლებზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით სამჯერ დაურეკეს. მკოიანმა რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.

‘სამჯერ დამირეკეს და კანდიდატურის მოხსნა მომთხოვეს’– ენზელ მკოიანი ზეწოლაზე საუბრობს

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ახალქალაქში შტაბის გახსნის შემდეგ გააქტიურდნენ. გუშინ, 16 სექტემბერს შეხვედრაზე მისული 40–მდე მხარდამჭერი პოლიციამ დააჯარიმა. აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ეს ყველაფერი კეთდება, იმისთვის რომ მე კანდიდატურა მოვხსნა, ძალიან ბინძურ პოლიტიკას ახორციელებენ ჩემს წინააღმდეგ. შტაბის გახსნაზე ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა. დაახლოებით 40 კაცი პოლიციამ დააჯარიმა, შტაბის გახსნის ღონისძიებიდან რომ წავიდნენ მაშინ დაუწერეს ჯარიმები, ღვედის მოხსნაზე, გადაჭარბებულ სიჩქარეზე, ასე აშინებენ“, - აცხადებს მკოიანი.

მისი თქმით, შტაბის გახსნის შემდეგ, ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური მისი ძმის „ეს ჯი გაზ კომპანიში“ შევიდა და ყველა დოკუმენტი გაიტანა.

„ეს კომპანია სუფთად მუშაობს, ნახეს ჩვენი ოპონენტები და დააწერინეს განცხადებები, თითქოს გაზის მრიცხველები ბევრს წერენ, ეს სიცრუეა. ამის საფუძველზე ფინანსური პოლიცია შევიდა კომპანიაში და ყველა დოკუმენტი წაიღო. ძალიან ცუდია, რომ ბიზნესს ეხებიან“, – ამბობს მკოიანი.

იგი ამბობს, რომ კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით სამჯერ დაურეკეს, მათი ვინაობების შესახებ კი პროკურატურას შეატყობინა.

„მე ჯერ–ჯერობით ვერ დავასახელებ ვინ არიან. ვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა, უნდათ კანდიდატურა მოვიხსნა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ“, – ამბობს იგი.

„ეს ჯი გაზ კომპანის“ წინააღმდეგ აქცია ახალქალაქში 10 სექტემბერს გაიმართა, ადგილობრივები მომსახურებაზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ.

‘სამჯერ დამირეკეს და კანდიდატურის მოხსნა მომთხოვეს’– ენზელ მკოიანი ზეწოლაზე საუბრობს

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
აქცია გაზკომპანიის თუ  ენზელ მკოიანის წინააღმდეგ – რა ხდება ახალქალაქში
‘გამოძიება დავიწყეთ’ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკოიანის ძმის კომპანიაზე
ენზელ მკოიანი - ‘ახალქალაქის მერია და პოლიცია ჩემზე ზეწოლას ახორციელებენ’
‘ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემს ავტორიტეტზე’ – ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარზე
‘სიცრუეა ინფორმაცია თითქოს სამველ მანუკიანს თავს ჩემი აქტივისტი დაესხა’ – ენზელ მკოიანი