FM97.5 / LIVE

ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2020
რეგიონული ლიგის დებიუტანტმა, ახალციხის საფეხბურთო კლუბ „სამცხემ“ ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრა ქულით მეოთხე ადგილზეა.

ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო


ტურნირის მეხუთე ტურის მატჩი „სამცხემ“ 16 სექტემბერს ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „ლიახვთან“ გამართა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია. შედეგად კლუბი მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე ადგილს სამი მოგებული მატჩით იკავებს.

რეგიონული ლიგის შემდეგ ტურში ახალციხის „სამცხე“ ადგილობრივ კლუბ „მესხეთს“ დაუპირისპირდება, რომელმაც მიმდინარე სეზონზე 5 ტურის მონაცემებით ერთი მოგება, ერთი ფრე და სამი წაგება დააგროვა და 4 ქულით 12–ე ადგილს იკავებს.

„სამცხესა“ და „მესხეთს“ შორის მატჩი ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე 23 სექტემბერს გაიმართება.

რეგიონული ლიგა საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატების რანგით ყველაზე დაბალი ტურნირია, რომელზეც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან ოთხ ჯგუფში ჯამში 45 საფეხბურთო კლუბი მონაწილეობს. ლიგაზე სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი – ბორჯომის „თორი“ ახალციხის „სამცხე“, „მესხეთი“ და ახალქალაქის „აბული“ მონაწილეობს. ტურნირის ბოლოს საპრიზო ადგილებზე მყოფი გუნდები მომავალ სეზონზე საქართველოს მეოთხე ლიგაში გადაინაცვლებენ, ბოლო ორი გუნდი კი ჩემპიონატს გამოეთიშება.

[რობი ზარიძე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ დაიწყეს სეზონი სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო კლუბებმა
‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა
რეგიონ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი იასპარეზებს – სეზონი იწყება
‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა
6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა
შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას
დარჩება თუ არა ‘მესხეთი’ რეგიონულ ლიგაში