FM97.5 / LIVE

გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს უსამძიმრებს

მთავარისაზოგადოება 06.12.2013
'ნელსონ მანდელას ცხოვრების მაგალითით კაცობრიობამ ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა', - გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს ნელსონ მანდელას გარდაცვალებას უსამძიმრებს.

გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში, რომლითაც ის სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს, ჯეიკობ ზუმას, ნელსონ მანდელას გარდაცვალების გამო უსამძიმრებს, ნათქვამია, რომ მანდელას გარდაცვალებით აფრიკამ უდიდესი შვილი დაკარგა.

"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ნელსონ მანდელას გარდაცვალების შესახებ.

აფრიკამ დაკარგა თავისი უდიდესი შვილი. გვანუგეშებს ის, რომ ნელსონ მანდელას ცხოვრების მაგალითით კაცობრიობამ ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა. მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ერთი ადამიანის თავგანწირულ ძალისხმევას შეუძლია თავისუფლება მოუტანოს და ღირსება აღუდგინოს მილიონებს.

თქვენო აღმატებულებავ, გიცხადებთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში და გთხოვთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი გადასცეთ ნელსონ მანდელას ოჯახს და სამხრეთ აფრიკელ ხალხს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ანტიაპარტეიდის მოძრაობის აქტივისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა, 95 წლის ასაკში, ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა.

[SKnews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა
პრემიერი ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიას აწესებს
13 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო ასპინძაში საახალწლო ღონისძიება აღარ გაიმართება
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას
83 წლის ასაკში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა