FM97.5 / LIVE

‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.09.2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანში აცხადებენ, რომ ბოლო ორი თვეა სოფელს სასმელი წყალი არ აქვს, 120 ოჯახი წყალს სოფლის ერთადერთი წყაროდან ეზიდება.

‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ -  ვარევანის მოსახლეობა

ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლება წლებია პირდება თუმცა, სოფელში პრობლემა ჯერ ისევ არ არის მოგვარებული.

„ყოველდღიურად 200 მეტრის გავლა გვიწევს. ყველას ხომ არ შეუძლია ამხელა მანძილიდან წყალი ზიდოს? ორი წელია გვპირდება ენზელ მკოიანი, მილიონი დაიხარჯა, მაგრამ წყალი ჩვენამდე მაინც ვერ მოვიდა“, - ამბობს ადგილობრივი უშანგი მელიქიძე.

ამავე სოფელში მცხოვრები რიმა სიმონიანის თქმით, ეზოსა და ყანებში უწყლობის გამო ნათესები გაუხმათ: „სახლის ეზოში გამხმარია ყველაფერი, ყანებზე აღარ მაქვს საუბარი. სარწყავი არ არის და სასმელი წყალი მაინც იყოს. წყაროდან მოტანა უკვე აღარ შეგვიძლია“.

ადგილობრივების განცხადებით, მერის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სოფელს წყალი 2020 წლის ბოლოსთვის ექნება.

„წლის ბოლოს რაღად მინდა წყალი, ნათესებს ვერ ვრწყავთ, საქონელი იხოცება“, - ამბობს ვარევანის მკვიდრი მარტინ მკრტჩიანი.

ახალქალაქის მერიამ სოფელ ვარევანში წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით ტენდერი გაზაფხულზე გამოაცხადა. სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ 654 321 ლარად შეასრულებს.

ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა, ბოლო რედაქციით სამუშაოები 30 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

სოფელში მერის წარმომადგენელი, მიშა სტეფანიანის თქმით, სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც მილები უდა გაიყვანონ, ნათესებია.

„წყლის პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია. მილები სოფელ იხტილამდე მიიყვანეს, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, რადგან ყანებში ნათესებია. წყალი სამსარის მთიდან მოგვყავს. კარტოფილს, რომ ამოიღებენ სამუშაოები გაგრძელდება“, - ამბობს სტეფანიანი.

‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ -  ვარევანის მოსახლეობა

‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ -  ვარევანის მოსახლეობა

[რიმა სარუხანიან]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
სოფელ კარწახის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
სამი წყაროს იმედად

‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
მუგარეთს სასმელი წყალი ექნება – მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ათდღიანი უწყლობის შემდეგ, სოფელ კლდეში პრობლემა მოგვარდა