FM97.5 / LIVE

'გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია' – საპარლამენტო არჩევნებისთვის 5 პარტია გაერთიანდა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 15.09.2020
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შექმნა, რომელშიც „რესპუბლიკური პარტია“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ევროპელი დემოკრატები“ გაერთიანდნენ. ბლოკის შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო პროპორციული სიით წარდგებიან.

'გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია' – საპარლამენტო არჩევნებისთვის 5 პარტია გაერთიანდა

ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ დღეს, 15 სექტემბერს, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.

„საზოგადოებას, ამომრჩეველს, პრესას, ბოლო თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია? არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი შეემატა. პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება და დაბრუნდეს განვითარების გზაზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ბლოკის შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთო პროპორციული სიით წარდგებიან. მათი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილია.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატრდება.

[ნუკა სტეფნაძე]


18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 ‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები

18.09.2020 დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა

17.09.2020 ქალების შესაძლებლობები მეკარტოფილეობაში - შეხვედრა ახალციხეში

17.09.2020 ვაშაძე: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე კორუფციულ სქემაში მონაწილეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ძალა ერთობაშია’ და ‘ნაციონალები’ პრემიერ-მინისტრად სააკაშვილს ასახელებენ
'სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია' პოლიტიკურ კოალიციად ყალიბდება
გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან აქციების გამართვას იწყებს
გრიგოლ ვაშაძე: ‘არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ’
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
დღეს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება