FM97.5 / LIVE

ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.09.2020
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ახალციხეში რამდენიმე უბნისა და მიმდებარე სოფლების - მინაძეს, ჭაჭარაქის, ივლიტასა და აბის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ასევე მოიცავს აბის დასახლების წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობას. პროექტის სავარაუდო ღირებულება 11 000 000 ლარია.

ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 თვეში უნდა დაასრულოს.

"არსებული მდგომარეობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, ხშირია ქსელის დაზიანების ფაქტებიც. ზოგ უბანში კი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის არარსებობის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყალი სხვადასხვა მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი. ახალციხის წყალმომარაგება ხორციელდება ურაველის სათავე ნაგებობიდან, შესაბამისად, ობიექტის დაზიანების შემთხვევაში, ქალაქს დროებით წყლის გარეშე დარჩენის საფრთხე ექმნება", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაოები ითვალისწინებს ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას, ჭაჭარაქის წყლის სათავე ნაგებობაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემკრებ ჭას, მოეწყობა საქლორატორო, გამანაწილებელი ქსელი და სატუმბი სადგური.

რაც შეეხება აბის დასახლებას, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს როგორც წყალმომარაგების ასევე წყალარინების სისტემას. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ დასახლებაში არ არსებობს კანალიზაციის ცენტრალური სისტემა. მიუხედევად იმისა, რომ ქალაქ ახალციხეში, ახალციხელის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე აშენდა წყალარინების სისტემა, დარჩენილია დაახლოებით 55-მდე აბონენტი, რომლებიც არ არიან დაერთებული არსებულ მილზე. პროექტის განხორციელების შემდეგ კი დარჩენილი აბონენტებიც შეძლებენ წყალარინების განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული დასახლების მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 11 000 000 ლარია.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდის მიზნით  სისტემის რეაბილიტაცია იწყება
აბასთუმანში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა იწყება
ახალციხის ორ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა კეთდება
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება