FM97.5 / LIVE

‘არ მგონია ქვეყნაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ ვერ შევძლოთ დასტაბილურება’– ეზუგბაია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 15.09.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანას ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის სამჯერ მეტის მიღება და მკურნალობა შეუძლია.

‘არ მგონია ქვეყნაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ ვერ შევძლოთ დასტაბილურება’– ეზუგბაია

„ჯანდაცვის სისტემა დღესაც უძლებს აღნიშნულ სიტუაციას. ჩვენ როდესაც ორნიშნა ციფრები გვქონდა 460–500 საწოლზე იყო გათვლილი. დღეს არის სამნიშნა ციფრები და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა, თუ საჭირო გახდა იქნება 3 000–იც. პარალელურად შეიქმნა სასტუმრო ჰოსპიტლები, სადაც მოხდება მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების გადაყვანა“,– განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დღეს გამოვლენილი 170 შემთხვევიდან უმეტესობა აჭარაშია.

„170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მაქვს. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 არის მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინო სივრცეში დადასტურებულია, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება -124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 -თბილისი, 13- იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი-ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია-ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი“, – განმარტა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

2 562 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა 1 381, კლინიკებში მკურნალობს 1 154 პაციენტი, 19 კი გარდაცვალა.

ექიმების განმარტებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 35–ის მდგომარეობა მძიმეა, ხუთის კრიტიკულად მძიმე, ხოლო დანარჩენები საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

[ნუკა სტეფნაძე]


18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 ‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები

18.09.2020 დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა

17.09.2020 ქალების შესაძლებლობები მეკარტოფილეობაში - შეხვედრა ახალციხეში

17.09.2020 ვაშაძე: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე კორუფციულ სქემაში მონაწილეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
COVID-19-ით ინფიცირებული 187 ახალი შემთხვევიდან ერთი სამცხე–ჯავახეთშია – ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
9 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთო ტრანსპორტის მძღოლია–ეზუგბაია