FM97.5 / LIVE

ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2020
დაბა ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნით მოსახლეობა შეძლებს, ერთ სივრცეში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება. მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, აიღებს საკადასტრო გეგმას და სხვა.

ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ახალგახსნილი ცენტრი ასპინძისა და მიმდებარე სოფლების – დამალის, იდუმალას, ოშორის, რუსთავის, ივერიის, ორგორის, საყუდაბელის, ჭობარეთის, ძველის, ნიჯგორის, საროს, ხიზაბავრის, თოკის, ვარგავის, ფიის, თმოგვის, ნაქალაქევის, მირაშხანის, ხერთვისის, გელსუნდის, ტოლოშის, აწყვიტის, ოთისა და სხვათა – 14 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.

ასპინძის საზოგადოებრი ცენტრში მოქალაქეებს „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ყველასათვის ხელმისაწვდომია უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

ასპინძის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მერვეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურსა და ადიგენში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და მოწვეული სტუმრები.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
აწყურში  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
"ქართულმა ოცნებამ" ასპინძაში მაჟორიტარები შეარჩია
წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’