FM97.5 / LIVE

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

მთავარისაზოგადოება 06.12.2013
95 წლის ასაკში, ფილტვების დაავადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ანტიაპარტეიდის მოძრაობის აქტივისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა გარდაიცვალა.

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა
მისი გარდაცვალების შესახებ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ განაცხადა.

„ეს ღრმა მწუხარების მომენტია, ჩვენმა ხალხმა ყველაზე დიდი შვილი დაკარგა. მასში სწორედ იმას ვხედავდით, რაც საკუთარ თავში ვეძებთ. ნელსონ მანდელამ გაგვაერთიანა და ასე ერთად მდგომნი გავაცილებთ მას“, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ნელსონ მანდელა, 1918 წელს დაიბადა. 1943 წელს გაწევრიანდა აფრიკის ნაციონალურ კონგრესში, რომელიც თეთრკანიანების მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდა და შავკანიანების უფლებებს იცავდა.

1956 წელს, ნელსონ მანდელას ქვეყნის ღალატში დასდეს ბრალი, მისი სასამარლო პროცესები რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა და ბოლოს გამართლდა. თუმცა, 6 წლის შემდეგ მანდელა ქვეყნის საზღვრის პასპორტის გარეშე გადაკვეთის გამო დააპატიმრეს და 5 წელი მიუსაჯეს. 1964 წელს საბოტაჟის მუხლით ბრალდება დაუმძიმეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მანდელამ ციხეში 27 წელი გაატარა.

ციხეში გატარებული 27 წლის განმავლობაში მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის [რასობრივი დისკრიმნაციის ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რაობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატება] მოძრაობის და ზოგადად რასული თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.

1990 წელს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი ზომიერისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას.

მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკაში ის მოიხსენიება როგორც მადიბა, წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.

მანდელა ისტორიაში ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო და იგი ქვეყანას 1994-1999 წლებში ხელმძღვანელობდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, "ერის მამად" აღიარებულ ნელსონ მანდელას ხელისუფლება უკანასკნელ გზაზე დიდი პატივით გააცილებს.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს უსამძიმრებს
„კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“ – ახალციხეში დისკუსია გაიმართება
გარდაცვლილი ირინე ენუქიძე პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართება
ქართულ ჯარს 26 წელი შეუსრულდა
‘მშვიდობის მშენებლობის პროცესში’ ახალგაზრდების როლზე მრგვალ მაგიდასთან ისაუბრებენ
ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა (CSDP) და საქართველოს ჩართულობა [R]