FM97.5 / LIVE

როგორი მდგომარეობაა სკოლებში სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე [ფოტო]

მთავარისიახლე, განათლება 11.09.2020
მოუწესრიგებელი საპირფარეშოები, სასმელი წყლის და საჭირო ინვენტარის ნაკლებობა – ახალქალაქის საჯარო სკოლებში ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება გაუჭირდებათ.

როგორი მდგომარეობაა სკოლებში სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე [ფოტო]

2020–2021 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება, მანამდე კი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს მთელი რიგი რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ. ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა სველი წერტილების მოწესრიგებაა, ეს კი რეგიონის სკოლებში მთავარ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ კუთხით ჯავახეთშია.

სკოლების ნაწილში სასმელი წყალი არ აქვთ, მოუწესრიგებელია საპირფარეშოებიც. რეკომენდაციების მიხედვით, ერთ მოსწავლეზე 6–დან 23 ლიტრამდეა საჭირო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯას საჯარო სკოლაში 83 მოსწავლე სწავლობს, აქ წყალი მხოლოდ ეზოში მოდის, საპირფარეშოს შენობის სახურავი დაზიანებულია, შიგნით კი ქაღალდი, სადეზინფექციო საშუალებები და ნაგვის ურნა არ დგას. სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ 15 სექტემბერს მათთან სწავლა სავარაუდოდ ვერ განახლდება.

„სველი წერტილი ჩვენ ეზოში გვაქვს, მაგრამ დანგრეულია. ახალი ტუალეტის ასაშებლად ტენდერი მაქვს გამოცხადებული, ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა. სადეზინფექიო საშუალებები შევიძინეთ და უახლოეს დღეებში მოგვიტანენ. ჯანდაცვიდან ჯერ არ მოსულან შემოწმებაზე, რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებ“,- ამბობს სოფელი ორჯას საჯარო სკოლის დირექტორი, ნვერ მინასიანი.

როგორი მდგომარეობაა სკოლებში სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე [ფოტო]
ორჯას სკოლის საპირფარეშო

სოფელ დილისკაში ორი საჯარო სკოლაა, აქედან ერთში, N1 სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს ვერ განახლდება, შენობა ავარიულია, ეზოში სასმელი წყალი არის, თუმცა საპირფარეშოში არა.

„გვითხრეს, რომ სხვა შენობა უნდა მოვძებნოთ, აქ სასწავლო პროცესი ვერ განახლდება“, – ამბობს სკოლის დირექტორი რიმა მკოიანი.

შედარებით კარგი მდგმარეობაა დილისკას მეორე სკოლაში, აქ წყალიცაა და სველი წერტილიც მოწესრიგებულია, თუმცა სადეზინფექციო საშუალებები და საკლასო ოთახებში ნაგვის ურნები მექანიკური სახურავით არ დაგვხვდა.

დირექტორის, კარინე ნაჰატაკიანის თქმით, სწავლის დაწყებამდე აღნიშნული საკითხები მოგვარდება, იგი ფიქრობს, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი დადებით რეკომენდაციას მისცემს.

როგორი მდგომარეობაა სკოლებში სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე [ფოტო]
დილისკას N1 საჯარო სკოლა

წელს სწავლა არ განახლდება არაგვას საჯარო სკოლაში. დირექტორის, ანდრეს აბდოიანის განცხადებით, აქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსაწესრიგებელია საპირფარეშოც.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ხოსპიოს სკოლაშიც, თუმცა აქ გვითხრეს, რომ სასწავლო პროცესი მაინც განახლდება. საგანმანათლებლო დაწესებულებას, ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გათვალისწინებული საჭირო ინვენტარი, სველ წერტილებში არ განუთავსებია.

საპირფარეშოს პრობლემაა სოფელ ბავრას საჯარო სკოლაში, დირექტორი ამბობს, რომ შენობის ეზოში დროებით ე.წ ბიო ტუალეტს განათავსებს და სწავლის განახლებას შეძლებს.

„მონიტორინგზე იყვნენ უკვე, რადგან სველი წერტილის მშენებლობა მიმდინარეობს და სასწავლო წელს ვერ მოუსწრებს მითხრეს, რომ დროებით „ბიო ტუალეტებს“ მოგვიტანენ. სასწავლო წელს ჩვეულებრივად დავიწყებთ“,- ამბობს მისაკ შირინიანი.

როგორი მდგომარეობაა სკოლებში სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე [ფოტო]
ბავრას სკოლის საპირფარეშო

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, სკოლაში მოსწავლეების გარდა, ყველამ პირბადე უნდა ატაროს, სავალდებულოა თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და მერხებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია. სკოლის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს სადეზინფექციო ხსნარები.

11 სექტემბრის მონაცემებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე–ჯავახეთში არსებული 206 სკოლიდან 37 შეამოწმა, აქედან დადებითი შეფასება 12–მა მათგანმა მიიღო, ხუთმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 20–მა სკოლამ კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შემოწმებისთვის მზად არ არის.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სკოლა ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს დაიხურება.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს წყლის საბაზისო რაოდენობა:

სასმელი ხარისხის წყალი

სკოლა – 5 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით (ყველა ბავშვი და დაწესებულების სრული პერსონალი);

სკოლა-პანსიონი (24 საათიანი) - 20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით (ყველა ბავშვი და დაწესებულების პერსონალი მუდმივ შტატზე);

სამეურნეო დანიშნულების წყალი

ტუალეტებისათვის, რომლებიც მიერთებულია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემასთან ან წყლის ავზთან - 10-20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით;

ტუალეტებისათვის, რომლებიც არაავტომატურად ირეცხება თავად მომხმარებლის მიერ - 1.5-3 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით.

წყლის ხელმისაწვდომობა და წყალმოხმარების ტექნიკური საშუალებები:

• სათანადოდ აღჭურვილი წყალმოხმარების წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები - ხელმისაწვდომი სასწავლო დაწესებულების ყველა კრიტიკულ წერტილში, კონკრეტულად კი სველ წერტილებში და სამზარეულოში;

• სათანადოდ აღჭურვილი სასმელი წყლის წერტილები - ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და პერსონალისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;

• რესურსსკოლებში (24 საათიანი მომსახურების მქონე სკოლებში) არსებულ სამრეცხაოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმისაწვდომი - ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება, ასევე ქლორშემცველი სადეზინფექციო ხსნარი.

ვრცლად ჯანდაცვის რეკომენდაციებს გაეცანით აქ.

[რიმა სარუხანიან]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება
უამინდობის გამო ნინოწმინდის ორ სკოლაში სწავლა შეჩერებულია
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო