FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში – 1936 წლის არქივი [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 11.09.2020
როგორი იყო ეთნიკური სომხების ყოველდღიური ცხოვრება 84 წლის წინ - თიბვა, ქსოვა, ლავაშის ცხობა, ვაჭრობა, წივის მოჭრა, მჭედლობა - თითქმის ყველა ხელობა, რასაც სომხები ეუფლებოდნენ და აკეთებდნენ, ფოტოგრაფმა ღევონდ ღუკასიანმა თავის ობიექტივში, ჯერ კიდევ 1936 წელს მოახვედრა.

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]პატარძალი, სულდა 1936 წ.

ფოტოგრაფ ღევონდ ღუკასიანის ფოტოები სოციალურ ქსელში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ფოტოარქივი სომხეთის ეროვნულ მუზეუმში ინახება და იგი 1934-1936 წლებშია გადაღებული ეთნოგრაფ სტეფან ლისიციანის მიერ ჯავახეთში წარმოებული კვლევის დროს.

„ძვირფასო მეგობრებო, ერთი წლის წინ აღმოვაჩინე ჯავახეთის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 200-მდე უნიკალური ფოტო, რომლებიც გადაღებულია 1936 წელს. ფოტოგრაფ ღევონდ ღუკასიანის მიერ, ეთნოგრაფი სტეფან ლისიციანის ჯავახეთში რეგულარული კვლევის ფარგლებში.

მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული ღირებულების მქონე ეს ფოტოები ინახება სომხეთის ისტორიის მუზეუმში.
დაცულია ღევონდ ღუკასიანის ათასობით ფოტოსურათი, რომელიც ასახავს სომხებით დასახლებული ქალაქებისა და სოფლების ეთნოგრაფიულ ყოველდღიურ ცხოვრებას.

ფოტოების უმეტესობა გადაღებულია 1934-36 წლებში.

ჯავახეთის ყოველდღიური ცხოვრება ღევონდ ღუკასიანის თვალით 1936წ.

სათაურები ეკუთვნის ავტორს“, - წერს ჩიდილიანი.

გთავაზობთ ფოტოებს, ავტორის, ფოტოგრაფ ღევონდ ღუკასიანის მინაწერებით.

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]"ყლორტებით" დატვირთული ქალები, კარწახი, 1936 წ

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]სომეხი გოგონები სოფელი ფოკიდან, 1936 წ.

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]ახალციხე "კოლექტიური ბაზარი" 1936 წ.

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]მცხობელები, ახალციხე 1936 წ.

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]მჭედელი

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]მჭედლები, ახალქალაქი 1936 წ.

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]მშრომელი გოგონები, ფოკა 1936 წ.

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]სასუქის ჭრა, 1936წ

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]სოფელ განძას წყარო, 1936 წ.

სამცხე–ჯავახეთი სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივში  – 1936 წლის არქივი [ფოტო]მარცვლეულის დაფქვა სოფელ წყალთბილაში, 1936 წ.

[თაკო ფეიქრიშვილი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

დილა მარიამთან ერთად [Audio]
‘განახლებული მესხეთი’– სამცხე–ჯავახეთის პირველი გაზეთი
სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ‘ოცნების’ დეპუტატის ფოტო გამოფინეს [ფოტო]
14 აპრილი ქართული ენის დღეა
14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება
14 აპრილი ქართული ენის დღეა
14 აპრილი დედაენის დღეა