FM97.5 / LIVE

რა აჩვენა ადამიანის უფლებების შესახებ კვლევამ სამცხე-ჯავახეთში

მთავარისაზოგადოება 05.12.2013
იცის თუ არა მოსახლეობამ საკუთარი უფლებების შესახებ სამცხე-ჯავახეთში; რას აჩვენებს ამ მიმართულებით რეგიონში ჩატარებული კვლევა და რა აინტერესებთ ყველაზე მეტად ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტბში;

რა აჩვენა ადამიანის უფლებების შესახებ კვლევამ სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში პროექტის „თანასწორობა დღეს“ ფარგლებში მოსახლეობის უფლებების ცოდნისა და შელახვის საკითხებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. რეგიონში 380 ადამიანი გამოიკითხა.

„კვლევის მიზანია, ვიცოდეთ, რა სჭირდება ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან ბევრი ადამიანი ჩიოდა, რომ მათ არ აქვთ რუსულ და სომხურ ენაზე ინფორმაცია საბაჟოს შესახებ“, - ამბობს პროგრამის „თანასწორობა დღეს“ ხელმძღვანელი სედა მელქუმიანი.

ახალქალაქსა და ახალციხეში 100-100, ხოლო ნინოწმინდაში 50 მოქალაქე გამოიკითხა. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ მთლიანობაში მაინც განსხვავებული შედეგები დაფიქსირდა.
კითხვაზე, რამდენად კარგად იცნობენ თავიანთ უფლებებს, სამივე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ იციან, მაგრამ ძალიან ცოტა. ახალქალაქში მეორე ადგილზე პასუხების რაოდენობით „არ ვიცი“, ნინოწმინდასა და ახალციხეში კი პასუხი „ვიცი“ აღმოჩნდა.

ინფორმაციის ძირითადი წყარო გამოკითხულთათვის ახალციხესა და ნინოწმინდაში ინტერნეტია. ახალქალაქში უპირატესობას ამ თვალსაზრისით ტელევიზიას ანიჭებენ. სამივე მუნიციპალიტეტში ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ „ნაცნობებს“ ასახელებენ.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ხელს უშლით. ახალციხეში 37 ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არ არის ბარიერი, 36-ის აზრით კი ენის არცოდნა ხელისშემშლელი ფაქტორია. ახალქალაქში 5 და ნინოწმინდაში 6 ადამიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ენის არცოდნა ინფორმაციის მიღებაში ხელს უშლით. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა ახალციხეში 27, ახალქალაქში 7 და ნინოწმინდაში 10 მოქალაქეს.

გამოკითხულთაგან ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები ახალქალაქში ილახება, ასე აქ 24 ადამიანი ფიქრობს. შემდეგ მოდის ახალციხე - 20 და ბოლოს ნინოწმინდა - 14. რესპონდენტთა უმრავლესობამ სამივე მუნიციპალიტეტში განაცხადა, რომ მათი უფლებები არ ილახება. უფრო ზუსტად კი ამ კითხვაზე „არა“ უპასუხა ახალციხეში 50-მა, ახალქალაქში 34-მა და ნინოწმინდაში 20-მა გამოკითხულმა.

უფლებების შელახვის შემთხვევაში რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობა პრობლემებს საკუთარი ძალებით აგვარებს. ასე იქცევა ახალქალაქის 45, ახალციხის 40 და ნინოწმინდის 27 მკვიდრი. სამართალდამცავ ორგანოებს უფლებების შელახვის გამო მიმართავს ახალციხის 13, ახალქალაქის 9 და ნინოწმინდის 4 მცხოვრები. ადგილობრივ მთავრობას მიმართავს ახალციხეში 24, ახალქალაქში 29 და ნინოწმინდაში 6 გამოკითხული. რა უცნაურიც უნდა იყოს, გავლენიან ადამიანებს ყველაზე მეტი ახალქალაქში - 21 მოქალაქე მიმართავს, მხოლოდ 5 ახალციხეში და 7 ნინოწმინდაში.

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას საჭიროებენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას შორის ყველაზე საინტერესო თემა - საქართველოს საზღვარზე არსებული საბაჟო წესებია. ახალციხის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად სიტყვისა და აზრის თავისუფლების თემა აინტერესებთ.

პროექტის „თანასწორობა დღეს“ ჩატარებული კვლევების შედეგები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე გამოცემულ ბროშურებში დაიბეჭდება. კვლევა სამცხე-ჯავახეთში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით ჩატარდა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2020 მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება

22.05.2020 საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა

22.05.2020 ‘ტურისტებს მოუწევთ დოკუმენტის წარდგენა, რომ კოვიდზე გამოკვლეული არიან’ - გამყრელიძე

22.05.2020 გაძვირდა თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა ინფორმაცია აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ევროინტეგრაციის შესახებ– MDF–ის კვლევა
სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდაში მოსახლეობას ხვდება
ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
ნინოწმინდაში ოპოზიციაში კვლავ „ოცნებას“ მოიაზრებენ
'აუდი' – ახალგაზრდა უფლებადამცველები ახალციხეში
დაბადება-გარდაცვალების სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
‘მიიღე ინფორმაცია მშობლიურ ენაზე’ – ახალციხეში შეხვედრა გაიმართა