FM97.5 / LIVE

‘ქეთევან ობოლაშვილი კანონს არ არღვევს და სხვა წევრით არ ჩანაცვლდება’ - ადიგენის საოლქო

მთავარისიახლე, არჩევნები 07.09.2020
ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ქეთევან ობოლაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილია, კომისიის მეექვსე წევრად ყოფნის უფლება აქვს. მისივე თქმით, ამით ობოლაშვილი კანონს არ არღვევს, შესაბამისად, საოლქო მას არ ჩაანაცვლებს.

‘ქეთევან ობოლაშვილი კანონს არ არღვევს და სხვა წევრით არ ჩანაცვლდება’ - ადიგენის საოლქო

ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეექსვე წევრად ქეთევან ობოლაშვილის ცესკოს მიერ დანიშვნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ შტაბში გააპროტესტეს. მათი თქმით, ქეთევან ობოლაშვილი ვერ იქნება ობიექტური და სამართლიანი კომისიის წევრი, რადგან მისი ბიძაშვილი ანტონ ობოლაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატია ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში.

ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა მაჭარაშვილი „ნაციონალების“ პროტესტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ კანდიდატი დარეგისტრირებული არ არის და რომც იყოს, ქეთევან ობოლაშვილს მასთან ნათესაური კავშირის გამო კომისიის წევრად ყოფნა არ ეკრძალება.

„საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, რომელიც შეარჩია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არავითარი შეზღუდვა არ აქვს. რომელი ჩანაწერით, რომელი მუხლით უნდა ვიხელმძღვანელო?! არ არის სადმე ჩანაწერი, რომ არ შეიძლება“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრს ნათესაური კავშირი ექნება საარჩევნო კანდიდატთან, მან ღიად უნდა განაცხადოს ამის შესახებ: „ჩანაცვლება არ მოხდება სხვა კომისიის წევრით, იმიტომ, რომ ამას კანონი არ კრძალავს. ასეთ შემთხვევაში, ეთიკის კოდექსი ავალებს კომისიის წევრს, საჯაროდ დააფიქსიროს კანდიდატთან ნათესაური კავშირი. დაწერს განცხადებას, ღიად, თვალნათლივ დააფიქსირებს, რომ მიუხედავად ამისა, ვიქნები ჩემს გადაწყვეტილებაში ობიექტური, მიუკერძოებელი და დავიცავ კანონს-ო“, - განმარტავს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკოს მოუწოდებენ, ქეთევან ობოლაშვილი ნეიტრალური პიროვნებით ჩაანაცვლოს.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი საოლქო კომისიის მეექვსე წევრად აირჩიეს’ - ენმ
ადიგენის საოლქო კომისია არჩევნებს შეცვლილი წევრებით ჩაატარებს
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
როგორ დაკომპლექტდა საოლქო საარჩევნო კომისიები სამცხე-ჯავახეთში