FM97.5 / LIVE

'ევროპული საქართველოს' დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.09.2020
დღეს, 4 სექტემბერს, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურა ჩილინგარაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ადიგენის სოფელი დერცელიდან დაიწყო.

'ევროპული საქართველოს' დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ჩილინგარაშვილი დერცელში ადგილობრივებს შეხვდა, სადაც მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ პარტიის გეგმა გააცნო, მმართველობის სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.

„ავუხსენი, რომ 30 წლის განმავლობაში ერთ წრეზე ტრიალი ხალხს მობეზრდა, იმიტომ რომ ერთპიროვნული მმართველობა საქართველოსთვის დამღუპველია და „ევროპული საქართველო“ სთავზობს კოალიციურ მთავრობას. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრზე განაწილდება პასუხისმგებლობა. ზვიად გამსახურდია წავიდა, ჩვენ რა შუაში ვართ, ზვიადია დამნაშავეო. შევარდნაძის პერიოდში, შევარდნაძეა დამნაშავეო. მიშას პერიოდში - მიშააო. ბიძინას პერიოდში, ბიძინაა დამნაშავე და ის ხალხი, რომელიც პოლიტიკოსობენ და პოლიტიკოსობა უნდათ, მხრებს იჩეჩავდნენ. არადა, სინამდვილეში მათი მოყვანილი იყო ერთიც და მეორეც“, - ამბობს ჩილინგარაშვილი.

მისივე თქმით, სოფელში 70-მდე ადგილობრივს შეხვდა, რომლებმაც მთავარი პრობლემებზე - მიწის დაკანონებისა და ტყით სარგებლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„დერცელში აქვთ მიწის დაკანონებისა და ტყის პრობლემა. ევროპულ საქართველოს მაგაზეც აქვს პროექტი მომზადებული. სახელმწიფოს ყველა კუთვნილი მიწა უნდა გადაეცეს მოსახლეობას, იგივე ტყეებიც. ისინი უკეთესად მიხედავენ ვიდრე მეტენდერეები“.

კანდიდატის თქმით, ყოველდღიური შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს.

„მექნება კარდაკარის პრინციპით შეხვედრები, ყველა სოფელში, სადაც მოვასწრებ. ყველა მოსახლესთან მე წერილი მექნება გამზადებული მესიჯბოქსი, წერილი „ევროპული საქართველოსგან“, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ვალდებულებას ვიღებ და პირველი ასი, მეორე ასი დღის განმავლობაში ყველაფერი იქნება გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს“,- ამბობს ჩილინგარიშვილი.

ბოლო მონაცემებით, სამცხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ექვსმა პარტიამ დაასახელა: "ევროპული საქართველოდან" ზურა ჩილინგარაშვილი იქნება, "ქართული ოცნებიდან" – ანტონ ობოლაშვილი იბრძოლებს, ვაჟა ჩიტაშვილი – "ნაციონალური მოძრაობიდან", "თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზას" ზურა ხუციშვილი წარმოადგენს, ხოლო "თავისუფალი საქართველო" – გოდერძი კუბლაშვილის წარდგენას გეგმავს. პარტია დავით ჭიჭინაძე ტრიბუნას კანდიდატი კი, გელა კვარაცხელია იქნება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში, ისტორიაში პირველად, 120/30 სისტემით ჩატარდება.

[მარიამ ბარძიმაძე]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2020 ვაშაძე: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე კორუფციულ სქემაში მონაწილეობს

17.09.2020 ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია

17.09.2020 1-ელი ოქტომბრიდან რიგასთან პირდაპირი ფრენები გაიხსნება

17.09.2020 ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხე-ადიგენი-ასპინძა–ბორჯომის ოლქში ზურა ჩილინგარაშვილი წარადგინა
ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია მერაბიშვილის სოფლიდან დაიწყო
ყოფილი გუბერნატორი სამცხეში ‘ტრიბუნას’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიაზრება
‘ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი სამცხეში
ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე
‘თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზამ’ სამცხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა