სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს

მთავარისაზოგადოება 04.12.2013
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
ეს დღესასწაული შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.

წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო - უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავსუფალმა შეისმინა ანას ლოცვა - ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული - მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. ცხრა თვის თავზე გაუჩნდა ცოლ-ქმარს ნანატრი შვილი.

სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.ტაძარში მარამი ხელსაქმობდა, წმინდა წერილს კითხულობდა და ლოცულობდა, სანამ უფლის ანგელოზი არ გამოეცხადებოდა და ზეციურ საზრდელს არ მისცემდა.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველ დროს ქრიატიანები. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.

[sknews.ge]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს
21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს
21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი სამყარო მარიამობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს