FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის

მთავარისიახლე 03.09.2020
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, იგი ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარულ ოლქში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

enzel-mkoyan
ენზელ მკოიანის საინიციატივო ჯგუფმა ცესკოში განაცხადი უკვე შეიტანა.

„ჩემი საინიციატივო ჯგუფი ხუთი ადამიანისგან შედგება, ექიმები, მასწავლებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები არიან. ჯგუფის თავმჯდომარე ევგენია კარაპეტიანია. ჩვენ დოკუმენტები 31 აგვისტოს შევიტანეთ, ცესკომ დამატებით დოკუმენტები მოგვითხოვა, დღეს მივიტანთ და ოფიციალურად ვიქნები დარეგისტრირებული“, – ამბობს ენზელ მკოიანი.

მისი თქმით, დამოუკიდებელ კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობა ადგილობრივების მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.

„ხალხი ითხოვდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიმეღო, ხუთჯერ ვიყავი პარლამენტის წევრი და მინდა მეექვსედაც ვემსახურო ადგილობრივებს“, –ამბობს იგი.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ორჯერ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ორჯერ საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანი დაასახელა.

საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის მიხედვით, რადგან მკოიანი მოქმედი დეპუტატია, მას დამოუკიდებელ კანდიდატად წარსადგენად ამომრჩეველთა ხელმოწერები არ ჭირდება.

დამოუკიდებელ კანდიდატების დასარეგისტრირებლად საინიციატივო ჯგუფებს ვადა ხვალამდე, ოთხ სექტემბრამდე აქვთ.

ენზელ მკოიანის სახელი ჯავახეთში არაერთი ხმაურიან საქმეს უკავშირდება, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) "ქართული ოცნების" დეპუტატის "კორუფციულ და კლანურ მმართველობაზე" საუბრობს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯავახეთში ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები ობიექტურად გამოიძიოს.

თავად მკოიანი კი აცხადებს, რომ უცნობი პირები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და პოლიტიკიდან წასვლას სთხოვენ, დეპუტატი 21 აგვისტოს მისი ძმის, მარტუნ მკოიანის მანქანის აფეთქების მცდელობას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. შესაძლო მუქრისა და აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება აქვს დაწყებული.

ასევე გირჩევთ:




[რიმა სარუხანიან]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანის შესაძლო შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან
ენზელ მკოიანი - ‘ახალქალაქის მერია და პოლიცია ჩემზე ზეწოლას ახორციელებენ’
ენზელ მკოიანი და გიგლა აგულაშვილი ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ [R]
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს