FM97.5 / LIVE

ვინ არიან ახალციხეში 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები

მთავარისიახლე, განათლება 02.09.2020
ახალციხეში არსებული ხუთი საჯარო და ერთი კერძო სკოლიდან ეროვნულ გამოცდებში, 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელი სამი სკოლის 11 მოსწავლე გახდა.

abiturientebi

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. 100 პროცენტიანი დაფინანსება ქალაქ ახალციხის პირველი, მესამე და მეხუთე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ახალციხის პირველი სკოლის კურსდამთავრებულებიდან 100 პროცენტიანი გრანტი მხოლოდ გიორგი ნადირაძემ მოიპოვა. მან თბილისში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩააბარა.

მეხუთე საჯარო სკოლაშიც მხოლოდ ერთმა, ლიკა ნათენათემ მიიღო დაფინანსება, მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ყველაზე მეტმა, ცხრა მოსწავლემ მოიპოვა 100 პროცენტიანი დაფინანსება ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში. ცხრავე აბიტურიენტმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ისინი ჯერ მოსამზადებელ კურსს გაივლიან.

მერუჟან თადევოსიანი, ანჟელა ვოსკანიანი, ოფელია გრიგორიანი, სუსანა გრიგორიანი, რიფსიმე ეგიანი, ლევონ პეტროსიანი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მოსამზადებელი ერთწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ისწავლიან.

ლარისა არაქელიანს ინგლისურ ფილოლოგიაზე, ხოლო მარგარიტა ტინოიანს დაწყებითი კლასების მასწავლებლის ფაკულტეტზე სურთ სწავლა. სერგეი მურადიანს კი ჯერ არ გადაუწყვეტია მოსამზადებელი კურსის შემდეგ სად გააგრძელებს სწავლას.

[მარიამ ბარძიმაძე]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2020 ვაშაძე: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე კორუფციულ სქემაში მონაწილეობს

17.09.2020 ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია

17.09.2020 1-ელი ოქტომბრიდან რიგასთან პირდაპირი ფრენები გაიხსნება

17.09.2020 ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

100–პროცენტიანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები ახალციხიდან
‘წინ ბევრი კარგი თავგადასავალი გველის’ – 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები ახალციხიდან
ეროვნული გამოცდები 29 614–მა  აბიტურიენტმა ჩააბარა
სამცხე-ჯავახეთიდან 5–მა სტუდენტმა სან დიეგოს უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა
ერთიანი ეროვნული განმოცდები აბიტურიენტების 71%–მა ჩააბარა
100%–იანი გრანტი ახალციხეში 16–მა აბიტურიენტმა მიიღო
რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში