FM97.5 / LIVE

EMC პარლამენტს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს

მთავარისაზოგადოება 03.12.2013
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირება.

EMC პარლამენტს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებს
დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.

"ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც ვერ ჩაითვლება ღირსეულ ცხოვრებად. შშმ პირების ნაწილი ამის გამო გამოკეტილია დახურულ სივრცეში და ვერ ახდენს საზოგადოების ნაწილად საკუთარი თავის აღქმას, ნაწილი კი მძიმე საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლია. სწორედ ამიტომ, დღეს როგორც არასდროს ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ.

საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს 2009 წელს მოაწერა ხელი. თუმცა, ამ დრომდე არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოახდინოს კონვეციის რატიფიცირება. ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონვეციის იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მზადდება საქართველოს მთავრობის მიერ. აქვე, მივიჩნევთ, რომ სამოქმედო გეგმა უნდა იყოს არსებული პრობლემების მიმართ ადეკვატური, ობიექტური კრიტერიუმებით გაზომვადი და რეალური შედეგის მომტანი", - ნათქვამია განცხადებაში.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
NGO-ები: შშმ პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ყველაზე უჩინარ ჯგუფად
ომბუდსმენი: საჯარო სექტორში დასაქმებული 53109 ადამიანიდან მხოლოდ 112–ია შშმ პირი
სახალხო დამცველი შშმ პირთა  დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს
ომბუდსმენის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ